x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
ელტონ ჯონმა სასტუმროში თავისი სათვალეებისთვის ნომერი შეუკვეთა
imageმსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები კონცერტის ორგანიზატორებს აოგნებენ თავიანთი მოთხოვნებით.

ელტონ ჯონმა, რომელიც იმყოფებოდა ბრაზილიაში გასტროლებზე, მოსთხოვა კონცერტის ორგანიზატორებს, რომ ცალკე ნომერი გამოეყოთ მისი სათვალეებისთვის და გარდა ამისა ასევე მოითხოვა რომ ნომერში შეენარჩუნებინათ გარკვეული ტემპერატურა +16 გრადუსი. ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალი ძალიან ერთგულია და სათუთად ექცევა თავისი აქსესუარების კოლექციას.

გარდა ამისა მომღერალმა მოითხოვა, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო საერთაშორისო სატელეფონო ხაზები და საკაბელო ტელევიზია, რომელზედაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო სპორტული არხები.


მომღერალმა მოითხოვა, რომ ნომერში მას ჰქონოდა გაზიანი სასმელი San Pellegrino- 5 დიდი და 12 პატარა ბოთლი და 8 პატარა ბოთლი ფრანგული გაზიანი სასმელი Evian-ი. ასევე ითხოვა 4 ბოთლი წვენი, რძე და ორი ბოთლი ღვინო Pinot Grigio.


რაც შეეხებოდა საკვებს, ელტონ ჯონმა უპირატესობა ბრაზილიურ ნაციონალურ სამზარეულოს მიანიჭა.

მომღერლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არანაირი ექსტრაორდინალური მოთხოვნები არ ჰქონია ელტონ ჯონს: "ის არც თუ ისეთი ექსცენტრულია. ყველა მისი მოთხოვნა მოტივირებულია. ელტონ ჯონი ზოგადად ძალიან დისციპლინირებული შემსრულებელია."

ბრაზილიაში გამართულ მის კონცერტებზე ბილეთების ღირებულება 1000$ აღწევდა.

საერთოდაც, ელტონ ჯონი ცნობილია სასტუმროს წარმომადგენლებისთვის თავისი არაორდინალური შეკვეთებით.

ერთხელ მან მოითხოვა, რომ სასტუმროს ნომერში ყოფილიყო საგარდერობო 10 ადამიანისთვის დასაჯდომი ადგილით.

5
39
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
39
  
2013, 20 მარტი, 21:26
საღოლ შენც
2013, 20 მარტი, 21:23
საღოლ
მაგარი კაცი ყოფილა
2013, 20 მარტი, 20:36
ეგ დიდი არაფერია დღევანდელ დღეს.ბაბუაჩემმა 40 იან წლებში ბათუმიდან სოფელში(ერგეში)ერთი ფაითონი თვითონ დაიქირავა და ერთიც თავისი ქუდისთვის,ორი ფაითონით ავიდა სახლში.ამას დღესაც იხსენებენ სოფლელები.იტყოდა ხოლმე ასი წელი მონობას ერთი დღე აღიობა მირჩევნიაო,(აღა მაშინ ნიშნავდა მდიდარს შეძლებულს ტიტულია ეგეთი)
2013, 20 მარტი, 10:56
ეყოლებოდა თან
2013, 20 მარტი, 10:55
კაცი არ მოითხოვა?))))))
0 1 5