სხვა Next Generation – Samsung — Galaxy S4 2013, 19 მარტი, 21:22 ტექნიკის დღევანდელ ნაირსახეობას, ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე შეემატა, ეს გახლავთ ახალი თაობის სმართფონი – Galaxy S4, რომლის პრეზენტაციაც – Samsung–მა სულ ახლახანს, 14 მარტს, ნიუიორკში გამართა. ეს გახლავთ ტელეფონი, რომელიც მწარმოებლებმა გაცილებით უფრო მარტივი და უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის შექმნეს. სიახლე წირამორბედთაგან “უკონტაქტო ინტერფეისით” გამოირჩევა. აღნიშნული სმარტფონის მფლობელს, კი შეუძლია სურვილისამებრ ესა თუ ის ფუნქცია ვიზუალურად მართოს.
სააგენტოების მიერ სიახლის პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გაჟღერდა, რომ სმართფონის მართვა ვიზუალურად, ანუ შეხედვით გახდება შესაძლებელი და იქვე დასძინა, რომ საუბარი არა მხოლოდ თვალის მოძრაობაზე, არამედ მთლიანი სახის მოძრაობასაც მოიცავდა. Galaxy S4–ის 130 გრ–იანი, ახალ კორპუსი ნახევრადკარბონატითაა დამზადებული, რასაც თავის მხრივ დღემდე მხოლოდ – Nokia იყენებდა. მის წინამორბედებთან შედარებით იგი უფრო მოსახერხებელი და თხელია (136.6 x 69.8 x 7.9 მმ) და ეკრანიც უფრო დიდი აქვს (4.8–დან 5 დუიმამდე დიაგონალით). Galaxy S4 8–ბირთვიანი – Exynos 5 Octa 5410-ით არის აღჭურვილი, რაც ჯერჯერობით არსებულ ყველაზე ძლიერი პროცესორად მოიაზრება. სმარტფონს 13-მეგაპიქსელიანი ძირითადი და ასევე წინა, 2–მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. ამ მონაცემით მას ხელეწიფება 100 სურათის 4 წამში გადაღება, თანაც ორივე კამერით ერთდროულადაც, ან ფოტოგადაღება ვიდეოჩანაწერის მიმდინარეობის დროსაცაა შესაძლებელი, რაშიც ძირითად როლს სმართფონის ფუნქციები – Dual Camera და Drama Shot–ი ანხორციელებენ. იგი ასევე უზრუნველყვეს ინფრაწითელი შუქდიოდით, რის ხარჯზეც მისი გამოყენება დისტანციური პულტის სახითაცაა შესაძლებელი (მაგალითად, Samsung–ის ტელევიზორისთვის). ახალ Galaxy-ს ასეცე დაემატა ფუნქცია Eye Scrolling – ანუ სმარტფონი მომხმარებლის მზერას ადევნებს თვალყურს და საზღვრავს, თუ სად კითხულობს მფლობელი ტექსტს, რათა საჭირო მომენტში ავტომატურად გადაფურცლოს გვერდი ან დააპაუზოს იმ შემთხვევაში, თუ პატრონი მზერას მოაშორებს ეკრანს. ახალი ფუნქციის, Floating Touch-ის მეშვეობით, ტელეფონის მართვა შეხების გარეშეც შეიძლება. მწარმოებლები მოდელის შეფერილობის 2 ვერსიას გვთავაზობენ – მუქ ლურსა და თეთრს. შემოთავაზებულ მოდელთაგან ერთ-ერთ მოდელს 4 ბირთვიანი პროცესორი „Snapdragon“-ი ექნება, ხოლო მეორეს 7 ბირთვიანი პროცესორი – „Exynos“–ი. აღნიშნულიდან პირველის მეხსიერების ბარათს კომპანია – Qualcomm ამზადებს, ხოლო მერეს თავად – Samsung–ი. აქვე აღნიშნავთ, რომ სიახლე შესაძლებლობების მიხედვით 3 ვერსიად შემოგვთავაზეს: 16, 32 და 64 გბ–იანი შიდა მეხსიერებით და ამასთანავე 2 გბ–ანი ოპერატიული მეხსიერებითაც. Galaxy S4 – იმუშავებს – Android 4.2.2–ის ბაზაზე. რაც შეეხება მის გასაყიდ ქსელში გამოჩენას, როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, Galaxy S4-ი გაყიდვაში აპრილის ბოლოდან ჩაეშვება და 155 ქვეყანაში გაიყიდება. სამწუხაროდ კომპანია არ აკონკრეტებს მის საფასურს, თუმცა წლიური კონტრაქტის გაფორმების ფონზე, იგი აშშ–ში 200 დოლარი ეღირება. წყარო: Top100.Ge ავტორი: შაკსონ 24 3-ს მოსწონს
|