“России умом не понять”, ეს რუსული
გამონათქვამი მართლაც რომ
ამართლებს თავის მნიშვნელობას.
ეს ამბავი მოხდა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქ, ბლაგოვეშენსკში.
35 წლის ახალგაზრდამ ინტერნეტში ამოიკითხა, რომ თუ ადამიანი ერთ დღე და ღამეს მიწის ქვეშ გაატარებს, მას მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან გაუმართლებს. ეს იდეა მას ძალიან მოეწონა და თვეების მანძილზე აბოდებდა. მან გადაწყვიტა, რომ ეს თავის თავზე გამოეცადა და დახმარებისათვის ერთ-ერთ თავის მეგობარს მიმართა. მეგობარი თავიდან წინააღმდეგი იყო, მერე კი დათანხმდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის წერილი დააწერინა, რომ ის ამას თავისი ნებით აკეთებდა.
ერთ მშცვენიერ დღეს ისინი აგარაკისკენ გაემართნენ, სადაც ჩვენმა
“გმირმა” საფლავი თავისი ხელით ამოთხარა, შიგნით ფიცრები ამოაფინა და შიგ ჩაწვა, რის შემდეგაც მან მეგობარს თხოვა ზემოდან ფანერა დაეფარებინა და 20 სმ-მდე მიწა დაეყარა. მეგობარი ასეც მოიქცა და მეგობარი საიმედოდ ჩამარხა, და რომ არგაგუდულიყო,
ჰაერგამტარი მილიც კი ჩაამონტაჟა. ექსტრიმის მოყვარული წინდახედულად მოიქცა. მან თან საბანი(რომ არ გაყინულიყო) და მობილური ტელეფონიც თან ჩაიტანა. ღამე ტელეფონი გამორთო იმის შიშით, რომ მეორე დილამდე ელემენტი დაჯდებოდა. მეგობრები შეთანხმდნენ, რომ დილით ერთმანეთს ტელეფონით დაუკავშირდებოდნენ.
გეგმები ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაზე, წვიმამ დაანგრია. ახლა კი გამოძიება ადგენს, რატომ არ დარეკა ექსტრემალმა სანამ “უბედურება” დატრიალდებოდა. მას ან ჩაეძინა, ან კავშირზე ვერ გამოვიდა, ან კიდევ ისეთი ძლიერი წვიმა მოვიდა, რომ ყუთი და მილი მომენტალურად წყლით გაივსო.
დილით ექსტრემალის მეგობარი მივიდა აგარაკზე და დაიწყო ამოთხრა. მას სამარხში მეგობრის უსულო სხეული დახვდა.