x
image
K.P.
ია ფარულავა ფადი ასლის კომპრომატებით ემუქრება: "მე მაქვს მაგარი ვიდეოები ფადულასი"

imageია ფარულავა ერთ-ერთი სკანდალური ქართველი ქალბატონია. რამდენიმე თვეა ის ტელეეკრანებზე არ ჩანს, სამაგიეოდ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე აქტიურობს. იამ საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი კომენტარი დაურთო: "ეს ფოტო გადაიღო ფადიმ, შენახული იყოს სახლის კომპიუტერში. თუ როგორ და რატო მოხვდა ინტერნეტ სივრცეში თავად "მოჩოთქეთ" :))) მე მაქვს მაგარი ვიდეობი ფადულასი და რა ვიცი აბა... ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები :)))) imageულვაშები არ გეგონოთ პიგმენტაციაა მზისგან :))) მე კი ერთს ვიტყვი, აფსუს რა თხელი ვიყავი :)) რაც შეეხება "სიყვარული ვენახში" ის კინოა, ეს კი პირადი მასალის გამზეურება. ადვოკატებო, აბა მომწერეთ რა კანონდარღვევას აქვს ადგილი? :))" (კომენტარი მimageოცემულია სიტყვა-სიტყვით, ამიტომ ბოდიშს გიხდით მასში არსებული მართლწესრიგის ნორმების დარღვევისთვის.)

ია ფარულავა 5 წლის მანძილზე ბიზნესმენ ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, დაქორწინებული კი არ ყოფილა. მსახიობი ხშირად საუბრობდა საკუთარ სიყვარულის ისტორიასა და ბედნიერ ცხოვრებაზე, ერთ დღეს კი ყველაფერი დამთავრდა... ბედნიერი წყვილი არ შედგა... გავრცელებული ჭორების მიხედვით ფადიმ ია სხვა ქალის გამო მიატოვა. მსახიობი ირწმუნება, რომ ერთად ცხოვრების მანძილზე ფადის მისთვის არასდროს უღალატია. საინტერესოა გამოაქვეყნებს თუ არა ია ფარულავა "ფადულას მაგარ ვიდეოებს".image



0
330
9-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0