x
image
მადამ ფისუნია
გამტყდარი არ მთელდება!
image ის: -არ მიყვარხარ!

მე: მეწყინა....

ის:-მომეშვი...

მე: ყელში ბურთი გამეჩხირა...


ის:-სხვა მიყვარს!

მე: გული მეტკინა...

ის:-მასთან მივდივარ...

მე: თვალები წვიმის ცხელმა წვეთებმა დაფარა, გულში გაჩნდა 1 ბზარი.

ის:-ძალიან კარგი....

მე: მეორე ბზარი...

ის:-მასთან ბედნიერი ვარ!

მე: გული გატყდა...

ის: გამიღიმა... -აბა საყვარელო რა გეგონა?

მე: გული მომიკვდა... მეც მოვკვდი...

ის: ტირის...

მე: მცივა...

ის:კვნესის...

მე: მტკივა....

ის: ნანობს...

მე: ვხედავ, გამომწყვდეული, ცივი საფლავის ქვიდან მას... ვგრძნობ მისი თბილი ტუჩებისშეხებას ცივი ქვის შუბლზე.

ის:ცდილობს გამათბოს...

მე: ვთბები, მაგრამ არ ვცოცხლდები, გული უკვე მკვდარია. სული - გამომწყვდეული გაყინულ ქვაში.

ის: პატიებას ევედრება ცემს ქვას.

მე: ვპატიობ...

ის: ჩემს გულზე იძინებს... აღარ იღვიძებს...

მე: ვტირი, რადგან მას აწვიმს...



ჩემი ქვის გვერდზე მეორე ქვა ჩნდება. ის თვალს ვერ მისწორებს... ვხვდები რომ ნანობს... უკვე საუკუნეა ვაპატიე, მაგრამ თვითონ ვერ აპატია...



ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია)

4
88
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
88
  
2013, 14 ივნისი, 17:10
აუ რას მერჩი :(
2013, 19 მარტი, 23:24
დიდი მადლობა
2013, 19 მარტი, 13:53
ძალიან კარგია.
0 1 4