სხვა გამტყდარი არ მთელდება! 2013, 19 მარტი, 13:32 ის: -არ მიყვარხარ!
მე: მეწყინა....
ის:-მომეშვი...
მე: ყელში ბურთი გამეჩხირა...
ის:-სხვა მიყვარს! მე: გული მეტკინა... ის:-მასთან მივდივარ... მე: თვალები წვიმის ცხელმა წვეთებმა დაფარა, გულში გაჩნდა 1 ბზარი. ის:-ძალიან კარგი.... მე: მეორე ბზარი... ის:-მასთან ბედნიერი ვარ! მე: გული გატყდა... ის: გამიღიმა... -აბა საყვარელო რა გეგონა? მე: გული მომიკვდა... მეც მოვკვდი... ის: ტირის... მე: მცივა... ის:კვნესის... მე: მტკივა.... ის: ნანობს... მე: ვხედავ, გამომწყვდეული, ცივი საფლავის ქვიდან მას... ვგრძნობ მისი თბილი ტუჩებისშეხებას ცივი ქვის შუბლზე. ის:ცდილობს გამათბოს... მე: ვთბები, მაგრამ არ ვცოცხლდები, გული უკვე მკვდარია. სული - გამომწყვდეული გაყინულ ქვაში. ის: პატიებას ევედრება ცემს ქვას. მე: ვპატიობ... ის: ჩემს გულზე იძინებს... აღარ იღვიძებს... მე: ვტირი, რადგან მას აწვიმს... ჩემი ქვის გვერდზე მეორე ქვა ჩნდება. ის თვალს ვერ მისწორებს... ვხვდები რომ ნანობს... უკვე საუკუნეა ვაპატიე, მაგრამ თვითონ ვერ აპატია... ავტორი: ანო სანებლიძე (მადამ ფისუნია) 88 4-ს მოსწონს
|