შოუბიზნესი ვისი ინიციატივით მოხვდა ლელა მებურიშვილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და რის შესახებ ესაუბრა ის ნინო გაჩეჩილაძეს? 2013, 19 მარტი, 1:56 ყველაზე პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი სიახლეებით დაიწყო: მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დატოვა, თუმცა კატოს პერსონაჟი სერიალში კვლავ დარჩა. "ახალი კატო" მსახიობი ლელა მებურიშვილია. როგორ მოხვდა ის სერიალში? "ერთ საღამოს მირეკავენ (არ აკონკრეტებს ვინ დაურეკა) და მეუბნებიან, თუ შეგიძლია გადაღებაზე მოსვლა „ჩემი ცოლის დაქალების” სინჯებისთვისო. ერთი სცენის ტექსტი გამომიგზავნეს. რომ ვიკითხე, ახალ პერსონაჟს ამატებთ-მეთქი? მითხრეს – არა, კატოს როლზე უნდა გაგსინჯოთო. მივედი, გადავიღეთ სინჯი, გაიკრიფა ხალხი სხვა ოთახში და, ვიფიქრე, შევალ, დავემშვიდობები, სხვა საქმეებიც მაქვს-მეთქი. შევიხედე – მივდივარ-მეთქი და, პირდაპირ მკითხეს, როგორია შენი განრიგი, დრო როგორ გაქვს, რომ გადაღებები დავიწყოთო. მივხვდი, რომ დამამტკიცეს. როგორც გავიგე, მანამდე საკმაოდ მასშტაბური ქასთინგი ყოფილა"-გვიამბობს ლელა. დამეთანხმებით სერიალის ერთ-ერთი რეიტინგული პერსონაჟის შეცვლა საკმაოდ სარისკო იყო. ნინო გაჩეჩილაძე და გადამღები ჯგუფი პრინციპულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა. ცხადია კატოს როლი ვიღაცას უნდა ეთამაშა. ვუსურვოთ ორივე კატოს წარმატებები... 1020 10-ს მოსწონს 1-ს არა
|