რატომ იცვლიდა ხშირად პარტნიორს ჯულიანა ბარ-გნარი.
20 წლის მოცეკვავე გოგონა, მომხიბვლელი ჯულიანა ბარ–გნარი საქართველოში დაიბადა, 10 წელი კი ოჯახთან ერთად სანკტ–პეტერბურგში იცხოვრა.მას ჰყავს და და ძმა.ძმა სტომატოლოგია, ასევე ჯულიანაც მომავალი სტომატოლოგია.9 წლის ასაკში მის სკოლაში ცეკვის წრე გაიხსნა და დაიწყო სიარული.მან გაიგო, რომ ცეკვის კონკურსი ტარდებოდა და წავიდა საყურებლად.იქ ერთი გუნდი მოეწონა და მათ მასწავლებელთან გადავიდა.ის მასწავლებელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
-ასე კარგად, რომ იცეკვო ბევრი შრომაა საჭირო.
-ძალიან დიდი შრომაა, მონდომება და ნიჭიც გჭირდება.მე და ჩემი პარტნიორი დიდი ხნის განვმალობაში ლიდერები ვიავით და ბევრს ვშრომობდით.ოთომდე ძალიან ბევრი მეწყვილე მყავდა.ოთო მეშვიდე იყო.პირველი ვისთანაც ცეკვა დავიწყე დიდ პატივს მცემდა მაგრამ, მე სიმაღლეში დავიწყე ზრდა ის კი გაჩერდა.ტოლები ვიყავით, მაგრამ იმ ასაკში, ხომ იცით, გოგონები უფრო ადრე იზრდებიან.ძალიან გაგვიჭირდა დაშორება, მე ჩემ სახლში ვტიროდი ის თავის სახლში.ამის მერე სხვადასხვა მიზეზით შევიცვალე პარტნიორები, ხოლო ოთოსთან ძალიან დავმეგობრდი.ცოტა მკაცრიც არის, მაგრამ ძალიან კარგი, კეთილი ადამიანია და ეს ბევრ რამეში გვეხმარება.
– შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავები" მერე თქვენი თაყვანისმცემელების რიცხვმა იმატა?
– რა თქმა უნდა. ქუჩაში მცნობენ და ეს ძალიან სასიამოვნოა.