x
ბედნიერი
ძალიან მიყვარს imageღამით სეირნობა. ერთ დღესაც როცა ვსეირნობდი საიდანღაც ტანგოს მელოდის ხმა მომესმა, მეც ამ ხმას გავყევი და დავინახე გოგონა რომელიც წვიმაში ცეკვავდა ტანგოს. მას მეწყვილე
არ ჰყავდა თუმცა მაინც ზუსტ ნაბიჯებს ადგამადა, ისეთი გრძნობა მქონდა რომ ვიღაც ეცეკვებოდა, მაგრამ იქ მის გარდა არავინ იყო. უცებ დაჯდა და ტირილი დაიწყო, მე თავი ვეღარ შევიკავე, მივედი და ვკითხე

-რატომ ტირი?

მას ჩემთვის არც შემოუხედია ისე მიპასუხა

-ბედნიერი ვარ ბედნიერი... სწორედ ამიტომ


მე ვერ მივხვდი ასე რატომ მითხრა და ისევ ვკითხე

-როგორ თუ ბედნიერი.... - შემაწყვეტინა

- ბედნიერი ვარ რადგან ის წავიდა მაგრამ ჩემთან ჩამოდის და ყოველ ღამე ვცეკვავთ

-ახლა სად არის?

- ახლა მაღლა წასვლის დრო იყო უნდა წასულიყო!

-მე ვერ დავინახე ის როდესაც შენ... თქვენ ცეკვავდით

-ჰმმ... მეც ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ როგორ მეხება მისი ცივი ხელები, მისი ტუჩები ისეთი ცივია, თუმცა ვიცი რომ ისევ ისეთი წითელია ან მე მინდა რომ ასე იყოს და მე ამის მჯერა.... მისი ხმაც მესმის, მისი ტკბილი ხმა რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება.

შემდეგ წამოდგა მივხვდი რომ გზისკენ მიდიოდა მაგრამ მე არ შემიჩერებია რადგან ვიფიქრე ახლა ამ დროს მანქანა არ გამოივლის ცარიელ ქუჩებში თან ამ მიყრუებულ ადგილას. გზაზე დადგა და ბოლო ხმაზე დაიყვირა

-მე ბედნიერი ვარ!

და წვიმაში ტრიალი დაიწყო. უცებ მანქანა დიდი სისწრაფით "შემოგრიალდა" მე წამოვხტი და დავიყვირე გაიწიეთქო, მეტი ვერფერი ვქენი ადგილზე გავშეშდი მაგრამ ის იმდენად ბედნიერი იყო რომ ვერც მანქანა დაინახა რომელიც "შემოგრიალდა" და ვერც ჩემი ხმა გაიგო და მანქანის მსხვერპლი გახდა. მე მუხლებში ჩავიკეცე, მერე ქამოვდექი და მასთან მივირბინე, ის უკვე მკვდარი იყო. მძღოლმა მანქნა შემოტრილა და წავიდა სამწუხაროდ მანქანის ნომერი ვერ წავიკითხე. მის სიკვდილმა ისე იმოქმედა ჩემზე რომ სრულიად უცნობ გოგონას რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ მაჯერებდა რომ ბედნიერი იყო და ახლა აღარ არის შუბლზე ვაკოცე, ის ძალიან ცივი იყო. უცებ ჩემს სხეულზე ცივი საშინლად ცივი ხელის შეხება ვიგრძენი და უცებ ვიღაცის ხმა მომესმა, ის მეუბნებოდა

-ნუ ტირი, ალბათ ასე იყო საჭირო ახლა მე მასთან ერთად მივდივარ იქ მაღლა... მეტი აღააფერი უთქვამს ისე გაფრნდა

მთელი ღამე იქ ვიჯექი, იმ გოგონას გვერდით რომლის სახელიც კი არ ვიცოდი... მაგრამ მე მას ბედნიერი შევარქვი და სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება მის ტკბილი, ბედნიერი და თან სევდა ნარევი ხმა.



ანი რევაზიშვილი (12 წლის)




0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:ანი რევაზიშვილი
ანი რევაზიშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0