პროზა ჯეინ ეარი 2013, 18 მარტი, 16:53 ხშირად როცა ისეთ წიგნს ვკითხულობ რომელიც ჩემია ანუ სულში მწვდება დიდი ხნით შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფები, ასე მოხდა ამ წიგნის წახითხვის შემდეგაც, მითუმეტეს ისეთ ასაკში ვიყავი როცა ადვილად ექცევი სასიყვარულო შთაბეჭდილებების ქვეშ.თავს არ შეგაწყენთ ჩემი განცდებით მისი წაკითხვისას რომ განვიცდიდი . უბრალოდ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები. შარლოტა ბრონტეს ჯეინ ეარი პირველად 1847 წელს გამოქვეყნდა ლონდონში.ის ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია რომელიც შარლოტამ პირველად კურერ ბელის ფსევდონიმით გამოსცა რამაც დიდი და უცაბედი წარმატება მოუტანა მას.მეორე გამოცემა უკვე შარლოტა ბრონტეს სახელით გამოიცა და ის შარლოტამ ინგლისელ ნოველისტ უილიამ თეკერეის მიუძღვნა.ამბობენ უილიამსაც მისტერ როჩესტერის მსგავსად ჭკუიდან შეშლილი ცოლი ჰყავდა.თეკერეის ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა და იქნებ მასაც ჯეინივით წრფელი გრძნობები ჰქონდა უილიამის მიმართ თუმცა დაზუზტებით ვერაფერს გეტყვით, ბრონტე 1854 წელს მღვდელს გაჰყოლია ცოლად ხოლო 1855 წელს გარდაიცვალა. ვისაც არ გაქვთ წაკითხული და წაიკითხავთ იმედია მოგეწონებათ. 412 5-ს მოსწონს
|