სისხლის სამართალი ინდოეთში გაუპატიურებების სერია არ მთავრდება. 2013, 17 მარტი, 18:08 დიდი რეზონანსი მოჰყვა ინდოეთში 23 წლის სტუდენტი გოგონას ჯოტი სინგხის გაუპატიურებას, მას როგორც ცნობილია რამდენიმე მოძალადემ დელის ავტობუსში გააუპატიურა.დანაშაულის შემდეგ ინდოეთში გამკაცრდა კანონი, გაუპატიურებაზე სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილით დასჯა შემოიღეს.მიუხედავად ამისა შვეიცარიელი 39 წლის ტურისტი მორიგი მსხვერპლი შეიქმნა, იგი ქმრის თვალწინ 8 მოძალადემ გააუპატიურა.ამის გარდა მოძალადეებმა ცოლ-ქმარს წაართვეს 200$, ნოუთბუკი და ვიდეოკამერა.(ამისთანა შემთხვევა ცოტა უფრო ადრეც მოხდა, როდესაც რუსი ტურისტი 5 მოძალადემ ქმრის თვალწინ გააუპატიურა.) ტურისტები ტაჯ-მაჰალის სანახავად იყვნენ მისულები, თავდასხმა შორიახლოს სოფელ ჯადიასთან მოხდა, შვეიცარიელმა ცოლ-ქმარმა იქ კარავი გაშალეს.ინდოელმა სამართალდამცავებმა მასიური სპეცოპერაცია ჩაატარეს, დაკავებული იქნა 20-მდე ეჭვმიტანილი, 5-მა დანაშაული აღიარა, მეექვსე მიმალვაშია.მსხვერპლი ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი და ახლაც იქ იმყოფება. 123 3-ს მოსწონს
|