1.კაკლისოდენა საფუარი გახსენით ახალ რძეში და მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე.გაიჩერეთ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით, უკეთესია გვირილას ნაყენი.ეს ნიღაბი სასარგებლოა ფერიმჭამელებიანი, ფორებიანი კანისთვის.მშრალი კანისთვის ამ ნიღაბს შეილება დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან ნუშის ზეთი.
2.ფერიმჭამელების მოსაცილებლად ბამბის ტამპონი ამოავლეთ ნებისმიერ კრემში.მერე კი მარილში ან საჭმლის სოდაში.წრიული მოძრაობით, ზედმეტი ზეწოლის გარეშე გაიწმინდეთ მთელი სახე.განსაკუთრებით ცხვირისა და ნიკაპის მიდამოები.კარგი იქნება, თუ ხშირად გაიწმენდთ სახეს ლიმონის წვენით, ყინულის ნატეხებით.ფერიმჭამელებს კარგად აცილებს გახეხილი სტაფილოს ნიღაბიც.