x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ულამაზესი ქართველი ქალბატონები.

ქართველი ქალის სილამაზეში, ალბათ ეჭვი არავის არ ეპარება. ხშირად ამბობენ, რომ ქართველ ქალს სხვა ეროვნების ქალები ჯობიან, მაგრამ დღეს მე შევეცდები დავამტკიცო, რომ ქართველი ქალი მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. მაშ ასე. წარმოგიდგენთ ცნობილი და უმშვენიერესი ქართველი მანდილოსნების, მცირე დოსიეს და სურათებს.


1. სოფო ნიჟარაძე. ყველასთის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანი. ძალიან ძლიერი მომღერალი და ადამიანი. ბოლო 2 წლის მანძილზე ეკრანზე მას, არა როგორც მომღერალს, არამედ როგორც ნიჭიერის ჟიურის ვხედავდით. მართლაც რომ უმშვენიერესი ქალბატონი გახლავთ სოფო.

image



2. შორენა ბეგაშვილი. შორენას დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, და ეროვნებისა, საქართველოში და საქართველოს ფარგლებგარეთაც მას ყველა ცნობს. იგი არაერთ ფილმშია გადაღებული : ოცნების ქალაქი, პოკერი სიყვარულის წესებით, მამაჩემის გერლფრენდი და სხვა. მას ასევე მიჰყავდა გადაცემა "ღამე შორენასთან ერთად" თუმცა ეს პროექტი მალევე დაიხურა.


image



3. ინგა გრიგოლია. ინგა საზოგადოებისთის ცნობილი ტელეჯურნალისტიკიდან გახდა. ის არაერთ არხზე მუშაობდა და უამრავი პროექტი წაუყვანია, რომ ჩამოვთვალო აუცილებლად გამომრჩება რომელიმე, შემდეგ მან ბედი პოლიტიკაშიც სცადა, თუმცა მალევე დატოვა პოლიტიკა და კვლავ აგრძელებს ჯურნალისტიკაში მოღვაწეობას.

image

4. ნანკა კალატოზიშვილი. უნიჭიერესი მსახიობი, ძირითადად თეატრს უკავშირდება მისი მოღვაწეობა. ნანკას მიჰყავდა შოუ სიმართლის დრო, საკმაოდ კარგად, თუმცა ეს პროექტი მალევე დაიხურა. ნანკა გასულ წელს დაოჯახდა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს თავის მეუღლესთან ერთად.

image



5. ნუკი კოშკელიშვილი. ტელეწამყვანი, მიჰყავს იმედის დილა, ტელეკომპანია იმედზე. ძალიან შარმიანი ქალბატონი.

image


0
2333
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
2333