x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
დუტას თელავის ტეატრის თანამშრომლები უჩივიან

imageთელავის თეატრის კაპელდინერების მარიამ მახარაშვილის და ნანა ცატავას სარჩელის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს. ისინი თეატრის მმართველს, დუტა სხირტლაძეს ხელფასის დაგვიანების გამო უჩივიან. მარიამ მახარაშვილი საუბრისას ამბობს, რომ პროცესი გადაიდო, რადგან ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია. "პროცესი მალე გაიმართება, სადაც მოწმეს თეონა კობიაშვილს მივიყვანთ, ვინც დღესაც მუშაობს თელავის თეატრში და იმის მომსწრეა, რომ 2 წლის მანძილზე ხელფასი სულ ორჯერ ავიღეთ."
სასამართლო დარბაზში დუტა სხირტლაძე არ იმყოფებოდა, მას კაპელდინერებისათვის 3 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.
თელავის რაიონული სასამართლო, პროცესთან დაკავშირებით, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ეს პირველი სარჩელი არ არის, რომელიც თელავის თეატრის თანამშრომლებმა დუტა სხირტლაძის წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სასამართლოში შეიტანეს.

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0