წვნიანი კერძები თირკმლების სუპი მჟავე კიტრით 2012, 16 მარტი, 12:29 მასალად საჭიროა:
ძროხის ხორცი - 1კგ ძროხის თირკმელები - 400გრ სტაფილო - 4ცალი ხახი - 2თავი ოხრახუშის ძირი - 3ცალი საშუალო ზომის მჟავე კიტრი - 3ცალი კვერცხი - 2ცალი მარილი - გემოვნების მიხედვით მოვხარშოთ 1კილოგრამი ხორცის ბულიონი, შიგნით ჩავახარშოთ ხახვი, სტაფილო და მწვანილი. შემდეგ ერთიანად გავწუროთ. ცალკე ქვაბში მოვშუშოთ თირკმელები, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი გაფცქვნილი მჟავე კიტრი, დავასხათ 1ჩაის ჭიქა კიტის ჩანამჟავები წყალი. სუფრაზე მიტანის წინ ჯერ ავთქვიფოთ 2კვერცხის გული რამდენიმე კოვზი არაჟნით, შიგ ჩავაწყოთ მოშუშული თირკმელები კიტრით, ზედ დავასხათ ბულიონი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან ქინძი. 108 2-ს მოსწონს
|