x
image
K.P.
რა ურჩია ნინო გაჩეჩილაძემ ლელა მებურიშვილს?

imageსულ ცოტა ხნის წინ ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. კატოს პერსონაჟი კი სერიალში ისევ დარჩა. ახალი კატო მსახიობი ლელა მებურიშვილია. ამ ცვლილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ერთნი თვლიან, რომ ნინოს გარეშე სერიალი რეიტინგს კარგავს, მეორენი კი ირწმუნებიან, რომ როლს ლელაც არანაკლებ ართმევს თავს. ახალი და ძველი კატო მეგობრები არიან, ერთ თეატრში თამაშობენ და ერთმანეთზე ცუდს ვერაფერს დააცდენინებ. imageსანამ ლელა კატოს როლზე დათანხმდებოდა ნინოს ესაუბრა, რომელმაც ურჩია შემოთავაზებაზე უარი არ ეთქვა.image ლელამ კარგად იცის, რომ მაყურებელს ახალ სახესთან შეგუება ძალიან გაუჭირდება, არც იმისი ილუზია აქვს, რომ "ხელგაშლილი დახვდებიან", მაგრამ იმედოვნებს, რომ მისი კატოც პოპულარული გახდება. მას სურს ახალი სახე შექმნას, რადგან ზუსტად იცის, რომ ძველი imageკატოს პერსონაჟის გაცოცხლებას ვერ შეძლებს: "კატოს როლი თავიდანვე მე რომ მქონოდა, აბსოლიტურად სხვანაირად გავაკეთებდი. აქედან გამომდინარე, ახლა კატო სულ სხვანაირი იქნება, არ ვაპირებ იგივენაირად ვითამაშო". ნინოს ცხოვრებაში კი სიახლეებია, როლის დატოვების შემდეგ, მეორე დღესვე მიიღო შემოთავაზება კონკურენტი არხიდან, მაგრამ უარი განაცხადა. მას ერთი სერიოზული შემოთავაზებაც აქვს, შესაძლოა მალე ნინო მხატვრულ ფილმში გადაიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ნინო გადაწყვეტილებას არ ნანობს მაინც ენატრება კატოს შესისხლხორცებული პერსონაჟი. სერიალს კი დიდ წარმატებას უსურვებს...imageimage
image

0
584
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0