x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
კურიოზი თუ უბედური შემთხვევა?
image

ეს სასაცილო ისტორია, რუსეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მოხდა.

ერთ-ერთ რუსულ სადაზღვევო კოპანიაში

შემოვიდა განცხადება, უბედური
შემთხვევის გამო, სადაზღვევო
მომენტის დადგომის შესახებ. განცხადების ავტორი
იყო ერთ-ერთი რუსი რადიო
მოყვარული. უბედური შემთხვევის მიზეზად დასახელებული
იყო “შეცდომა
ანგარიშში“. როდესაც სადაზღვევო
კომპანიის თანამშრომლებმა მიმართეს
დაზარალებულს თხოვნით, აეხსნა
მიზეზის (შეცდომა
ანგარიშში) მნიშვნელობა, მან ასეთი პასუხი
გასცა;


მე რადიო მოყვარული გახლავართ და იმდღეს მე მარტო ვმუშაობდი
ჩემი, ახალი 25-მეტრიანი ანძის ზედა ნაწილზე. როდესაც სამუშაო დავამთავრე, დავინახე, რომ მთელი დღის მანზილზე ანძაზე, დაახლოებით 170 კილოგრამამდე ინსტრუმენტები და დამხმარე მასალები მქონია ატანილი. იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი ხელით ჩამომეტანა, გადავწყვიტე ისინი ხის კასრში ჩამეყარა და თოკით ნელ-ნელა ჩამომეშვა. ანძაზე დამაგრებული მქონდა ღარიანი გორგოლაჭი, რომელზეც თოკი იყო გადატარებული. თოკის მიწაზე დამაგრების შემდეგ ავედი ანძაზე და ყველაფერი კასრში მოვათავსე. ძირს რომ ჩამოვედი, თოკი მაგრად დავიხვიე ხელზე, იმ მიზნით რომ, კასრს ნელ-ნელა ჩამოვუშვებდი და თოკი გავანთავისუფლე. მაგრამ, როგორც მე უკვე ავღნიშნე განცხადების იმ ნაწილში “შეცდომა ანგარიშში”,
ჩემი წონა სულ რაღაც 70 კგ-ია, მოულოდნელად გავექანე ზევით. მოულოდნელობის გამო, თოკზე ხელის გაშვება ვერ მოვიფიქრე,


შემდეგ კი შემეშინდა. 12, 5 მეტრის სიმაღლეზე შევეჯახე კასრს, რითაც აიხსნება თავის გატეხვა და ლავიწის მოტეხილობა. ცოტა დამუხრუჭების შემდეგ, ისევ დავიწყე აჩქარება ზევითკენ, სანამ ჩემი თითები არ მოყვა თოკსა და გოირგოლაჭის ღარს შორის. საბედნიეროდ, ამ დროისათვის, მიუხედავად აუტანელი ტკივილისა, მე უკვე მოვედი აზრზე და თოკს უფრო საიმედოდ ჩავჭიდე ხელი. ამ დროს კასრი მიწაზე დაეცა, ძირი გაძვრა და ინსტრუმენტები გადმოიყარა. კასრი კი 9 კგ-ს იწონის. როგორც ხვდებით, მე სწრაფად
დავიწყე ანძიდან ვარდნა. 12, 5 მეტრის სიმაღლეზე, მე კიდევ ერთხელ შევეჯახე კასრს, რომელსაც ჩემი წონით ზევით მივაქანებდი,
და რამაც გამოიწვია ორივე ტერფისა და მარჯვენა ფეხის მოტეხილობა.
მაგრამ კასრთან შეჯახებამ, მნიშვნელოვნად შეამცირა ჩემი ვარდნის სიჩქარე და გადამარჩინა რკინებზე დაცემის შემდეგ უარესი დაზიანებებისაგან. დაცემის შედეგად, საბედნიეროდ მხოლოდ და მხოლოდ სამი ნეკნის მოტეხილობით შემოვიფარგლე. ის რაც მოხდა შემდეგ, ამის გახსენებაც არ მინდა... როდესაც უკვე მე რკინების გროვაზე ვიწექი, საშინელი ტკივილების შეგრძნებებით, დავინახე თუ როგორ ეკიდა კასრი 25 მეტრის სიმღლეზე, რის შემდეგაც მე აზრი დავკარგე და თოკს ხელი გავუშვი......

1
78
2-ს მოსწონს
ავტორი:ტისა
ტისა
78
  
2013, 16 მარტი, 23:20
ამას ქვია დაბნეულობა.
0 1 1