10 ყველაზე სახიფათო ნარკოტიკი.
მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რის შედეგადაც შედგა 10 ყველაზე სახიფათო ნარკოტიკის რეიტინგი. რეიტინგის შედგენაში სწავლულებს ეხმარებოდნენ ექიმები, სამართალდამცავები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები.რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო სამი ძირითადი ფაქტორი:1-დამოკიდებულების ხარისხი;2-საზოგადოებრიობაზე და ოჯახზე ზეგავლენა;3-ფიზიკური ზიანი, რომელსაც ნარკოტიკი აყენებს ადამიანს. რეიტინგის ლიდერი გახდა ჰეროინი და კოკაინი, პირველ ათეულში მოხვდა ალკოჰოლი და თამბაქოც .
ქვემოთ გაეცნობით ცხრილს:
1 ადგილი. ჰეროინი.
პირადი დაზიანება: 1
დამოკიდებულება: 1
სოციალური ზიანი: 1
მე -2 ადგილი. კოკაინი.
პირადი დაზიანება: 2
დამოკიდებულება 2
სოციალური ზიანი: 2
მე -3. ბარბიტურატები.
პირადი დაზიანება: 3
დამოკიდებულება: 5
სოციალური ზიანი: 4
მე -4. მეთადონი.
პირადი დაზიანება: 5
დამოკიდებულება: 4
სოციალური ზიანი: 5
მე -5. ალკოჰოლი.
პირადი დაზიანება: 11
დამოკიდებულება: 6
სოციალური ზიანი: 3
მე -6. კეტამინი.
პირადი დაზიანება: 4
დამოკიდებულება: 10
სოციალური ზიანი: 6
მე -7 ადგილი. ბენზოდიაზეპინი.
პირადი დაზიანება: 7
დამოკიდებულება: 7
სოციალური ზიანი: 7
მე -8. ამფიტამინი.
პირადი დაზიანება: 6
დამოკიდებულება: 8
სოციალური ზიანი: 9
მე -9. თამბაქო.
პირადი დაზიანება: 14
დამოკიდებულება 3
სოციალური ზიანი: 12
მე -10 ადგილზე. ბუპრენოფრინი.
პირადი დაზიანება: 8
დამოკიდებულება: 9
სოციალური ზიანი: 11