x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135803
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510195
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები გასული მოდის კვირეულებზე
მსოფლიო მოდის დედაქალაქებში მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენებები გაიმართა.

ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი, პარიზი..ცნობილი დიზაინერების ჩვენებებს უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო.

ვარსკვლავები თავს იწონებდნენ დიზაინერთა ბოლო კოლექციების სამოსით და აქსესუარებით. მათ პოდიუმი ჩვენებების წინ მოაწყვეს.


გამორჩეულად ჩაცმულები იყვნენ ბიანკა ბალტი მილანის მოდის კვირეულზე, რომელმაც Dolce & Gabbana-ს მაქმანის შავი კაბა მოირგო და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა.


image


მეტად ლამაზი და მომხიბვლელი გახლდათ როზი ჰანტინგტონ-უაიტლი Burberry-ის შარვალსა და პიჯაკში, ლონდონში გამართულ Burberry-ის ჩვენებაზე. მოდელი ანათებდა ნისლიან ქალაქს ფერადი სამოსით.
image

Salma Hayek-მა მილანის მოდის კვირეულზე იტალიელი დიზაინერის Gucci-ის იასამნისფერი ტყავის კაბა-კოსტუმი მოიხდინა და ნამდვილი ქალბატონივით გამოიყურებოდა.
image

Kirsten Dunst პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Saint Laurent-ის ჩვენებას მეგობარ მამაკაცთან ჰარეტ ჰედლუნდთან ერთად დაესწრო. (მათ ერთმანეთი გაიცნეს და შეუყვარდათ ფილმის "გზა" გადაღებისას). ჰარეტი Saint Laurent-ის ახალი სუნამოს სარეკლამო სახე გახლავთ. კირსტენმა Rodarte-ს ეფექტური ოქროსფერი სამოსი აირჩია, რომელშიც ხაზი გაუსვა თავის დახვეწილობას და მეგობარი მამაკაციც არ დაჩრდილა.

image


Jessica Alba-მ პარიზის მოდის კვირეულზე Stella McCartney-ის მონოქრომული სამოსი შეარჩია, მან საქმიანი და ამავე დროს დახვეწილი ქალბატონის იერსახე შექმნა.
image

Mila Jovovich-მა სამოსი კარლ ლაგერფელდის ბოლო კოლექციიდან შეარჩია. Chanel-ის თეთრ ბლუზას და შავ შარვალში მსახიობი ნაზად, მომხიბვლელად და მდიდრულად გამოიყურებოდა. მილამ კარგად იცის, როგორ გაალამაზოს მინიმალისტური სამოსი და ის მიმზიდველი გახადოს.
image

Nicole Richie-მ პარიზში გამართულ ჩვენებებზე მოირგო სხვადასხვა დიზაინერების მოდელები დაწყებული Stella McCartney-დან დამთავრებული Anthony Vaccarello-თი, თუმცა საუკეთესოდ და მოხდენილად ნიკოლი Givenchy-ის კაბაში გამოიყურებოდა.
image

Jessica Chastain-მაც ასევე Givenchy-ის მიაგო პატივი პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე, მის მიერ არჩეული კაბა მარტივი, კონსერვატორული, მაგრამ ეფექტური გახლდათ.
image

Liv Tyler ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე Proenza Schouler-ის სამოსში გამოცხადდა, მისი სამოსი ახალგაზრდული და ფერადი გახლდათ.
image











0
330
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0