წლების განმავლობაში პოდიუმზე სიარული კეიტ მოსის ფეხებზე აისახა
2013, 15 მარტი, 11:51
კეიტ მოსი Forbes-ის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია მსოფლიოში. იგი წარმოშობით ინგლისელია. დაბადებულია 1974 წლის 16 იანვარს. კეიტ მოსი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელი იყო. 39 წლის მოდელი სულ უფრო ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და ბომონდურ თავშეყრის ადგილებში. ცოტა ხნის წინ პოდიუმის დედოფალი ღამის კლუბში იხილეს კაბით. კეიტის ფეხები მოკლე კაბაში საშინლად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, პოდიუმზე კილომეტრების გავლამ მოდელის ფეხებზე წარუშლელი კვალი დატოვა.