სიახლეები „Typhoon RS“ ავტომობილი. 2013, 14 მარტი, 18:04 გერმანულმა ტიუნინგ–კომპანია „G-POWER“–მა BMW–ს სპორტულ ქროსოვერ – X6-ის ბაზაზე შექმნა უგზოობის მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი, სახელწოდებით – „Typhoon RS“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 5 ეგზემპლარი დამზადდება. ავტომობილი აღჭურვილია – V10–ტიპის ძრავით, რომელიც სტანდარტული – X6-ის გამაში არ შედის.
სწორედ იმისათვის, რომ „G-POWER“–ს მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი შეექმნა, კომპანიამ V10 ტიპის ძრავზე შეაჩერა არჩევანი და შესაბამისად – E60 M5-ის V10 S85 გამოიყენა. ამავდროულად ეს აგრეგატიც დახვეწა, რაც შემდეგში მდგომარეობს: პირველ რიგში ძრავის მუშა მოცულობა 5.5 ლიტრამდე გაიზარდა; სტანდარტული ცილინდრები, კომპანია „Mahle“–ს მიერ წარმოებული ცილინდრებით ჩანაცვლდა; ძრავს წყვილი დამჭირხნი ემსახურება, რომლებიც წყლით გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ამ კომპრესორების დამსახურებაა, რომ ძრავი გაზის სატერფულზე ისევე მყისიერად რეაგირებს, როგორც ატმოსფერულ ძრავებზე. მოდიფიკაცია განიცადა ძრავის ელექტრონული მართვის სისტემამაც, რის შედეგადაც ძრავის სიმძლავრე 900 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 870 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამოძრავებელი ძალა მხოლოდ უკანა ბორბლებს გადაეცემა. ამისათვის – „G-POWER“–ის ინჟინრებმა ბეემვეს სტანდარტული სისტემა „xDrive“–ი და გადაცემათა კოლოფიც შეცვალეს. ამგვარი რადიკალურად შეცვლილი აღჭურვილობის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წმ–ში ხელეწიფება, 200 კმ/სთ-ს 13 წმ–ში ანხორციელებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ი გახლავთ. ავტომობილი ასევე აღჭურვილია აეროდინამიკური პაკეტით და სპორტულ სტილზე მომართული, შეცვლილი საკიდარით. ულტრა–მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით – „Typhoon RS“–ი 2230 კილოგრამს იწონის (150 კილოგრამით ნაკლებს სტანდარტულ მოდელ – X6-ზე). ამგვარი წონის ეფექტურად გასამკლავებლად შეიცვალა მუხრუჭებიც. სიახლის ოთხივე საბურავი აღჭურვილია 410 მმ–იანი კარბონ–კერამიკული დისკოებით, რომელთაც 6 ცილინდრიანი სუპორტები ემსახურება. ასეთი მუხრუჭები, სტანდარტულზე 50 პროცენტით მსუბუქია და რაც მთავარია, ავტომობილს გრავიტაციაზე უკეთესი აჩქარებით ანელებს. რაღა თქმა უნდა შეიცვალა ინტერიერიც, რისი მიზანიც მძღოლისთვის სუპერ სპორტული გარემოს შექმნა იყო. ჩვეული სავარძლების ნაცვლად იგი აღჭურვეს სპორტული, გვერდითი ზორბა საყრდენების მქონე სპორტული სავარძლებით, რომლებიც ულტრა–მსუბუქი კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული. სალონი ასევე უზრუნველყვეს მაღალი ხარისხის ტყავის მასალის დეკორირებით. წყარო:Top100.ge ავტორი: შაკსონ 45 5-ს მოსწონს
|