სხვა რუსეთში 1კგ–იანი ოქროს მონეტა გამოუშვეს 2013, 13 მარტი, 21:39 რუსეთის ბანკმა გამოუშვა 1კილოგრამიანი მონეტა ნომინალით 10000 რუბლი, რომელიც მიძღვნილია 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისადმი. მონეტას შეარქვეს "პრომეთე" და გაკეთებულია 999 სინჯით. იგი ეღირება 2 მილიონი რუბლი. ბანკი ასევე გამოუშვებს ოქროს მონეტას "ოლიმპიური მოძრაობის ისტორია" 25000 რუბლიანი ნომინალით, სულ 100 ცალს, რომელიც კიდევ უფრო ძვირი ეღირება. ასევე იგეგმება ვერცხლის მონეტის გამოშვება ნომინალით 200 რუბლი და წონით მთელი 3 კგ. ეს იქნება ყველაზე მძიმე მონეტა მსოფლიოში, იგი სულ 500 ცალი იქნება. 155 4-ს მოსწონს
|