პოეზია ვერდაბადებულის გოდება 2013, 13 მარტი, 21:13
დე,
შენი სითბო თხელ სარაფანად გადავიცვი
და დროებით შემოგეკედლე...
ჯერ არ გემჩნევი, მაგრამ დღე-დღეზე შენც მიგრძნობ ვიცი ალბათ როგორ გაგიხარდები. ცხრა თვის მერე ალბათ ცოტა გეტკინები კიდეც, მაგრამ მერე მთელი ცხოვრება გებედნიერები. დე, შენი სითბო გადავიცვი და დროებით შემოგეკედლე... რა ლამაზია შენში ყოფნა! ანგელოზებმა მითხრეს- რომ დაიბადები, შენც დედა იქნებიო... (მე რომ უკვე დავიბადე შენში) ოღონდ კოშმარები დამჩემდა ეს დგეები, ვითომ თეთრხალათიანი მკვლელები მოდიან, და შენს თავს მაშორებენ... დე, მემგონი შენი ფიქრები მესიზმრება და უხმოდ გავატანოთ ეგ სიზმრები წყალს ვაითუ ახდეს... ამ პალატებში სიკვდილის სუნი დგას, წადი, დე, სანამ დროა, თორემ მომკლავენ, წადი, დე, სანამ დროა, თორემ არ დამინდობენ... როგორ არ დაგენანე, როგორ ვერ მიგრძენი... უფალმა მითხრა- ცხრა თვის მერე მე მოგხედავო... ეგ ცხრა თვე როგორ დაგენანა ჩემთვის... ანგელოზები მეუბნებოდნენ- რომ დაიბადები შენც დედა იქნებიო... დე, დედობა რატომ არ მაცადე მე ხომ უკვე დაბადებული ვიყავი შენში... როგორ ვერ მიგრძენი... დე... 135 41-ს მოსწონს
|