x
ვინ არის მიროსლავა დუმა ?
მოდური, გემოვნებიანი და ცნობილი მიროსლავა დუმა არის რედაქტორი Harper’s Bazaar-ის რუსეთში, ის არის თავისუფალი მწერალი ისეთ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებისა, როგორიცაა OK
Magazinee, Tatler და Glamour.


მიროსლავა დუმამიროსლავა დუმა

მიროსლავა არის ცნობილი რუსი სენატორის ვასილი დუმას ქალიშვილი, ის ცნობილი გახდა საერთაშორისოდ, როგორც მოდის გამოხატულება. ის არაერთხელ ხვდება ისეთი ფოტოგრაფების ობიექტი, როგორიცაა სკოტ შუმანი და ტონი ტომი. მიროსლავას ფავორიტი დიზაინერების ჩამონათვალშია Miu Miu, YSL, Lanvin, Alexander Wang და Prada. ის აგრეთვე არის დამაარსებელი საქველმოქმედო საზოგადოება Mira’s Planet. 2012 წლის შემოდგომაზე მან მონაწილეობა მიიღო ლუის ვუტონის მინი ფილმში “Small is beautiful”.







მირა, როგორც მას მეგობრები ეძახიან, თვლის, რომ მოსკოვს აქვს პოტენციალი იმისა, გახდეს მოდის კაპიტალი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ აქვს მოდის ისტორია. მირა მის ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რომ მოდის მომავალი დამოკიდებულია ვებ ჟურნალისტებზე, მან დაარსა Buro 24/7, ვებსაიტი მიძღვნილია მოდის, ხელოვნების, არქიტექტურის, კინოს, მუსიკისა და სტილისადმი.

მიროსლავა დუმა


მისი სამუშაო დღე ზემეტად დატვირთულია და აღნიშნავს, რომ 12 საათი დღეში არ ყოფნის სამუშაოს შესასრულებლად,
რადგან მას 24 საათიანი კონტაქტი აქვს მის რედაქტორებთან და ვინაიდან ის მოსკოვში ცხოვრობს, ხოლო რედაქტორები ნიუ-იორკში ძნელია შემოიფარგლო 12 საათიანი სამუშაო დღით.

Donna Karan-მა ერთხელ თქვა, რომ თუ შენი ჩაცმის დრო დილით აღემატება 20 წუთს, მაშინ საქმე გაქვს გარეგნულ პრობლემასთან,
ამ გამონათქვამს მთლიანად ეთანხმება მირა და ამბობს, რომ მას არ ესმის იმ ქალების, რომლებიც დილით გამოაღებენ თავიანთ უზარმაზარ გარდერობს და ამბობენ „არაფერი მაქვს რომ ჩავიცვა“.

მირა აღნიშნავს, რომ ძნელია ჩამოთვალო მისი ფავორიტი დიზაინერები, თუმცა ამას მაინც ახერხებს და ჩამონათვალს
აკეთებს: Vika, Marni, Chanel, Phoebe Philo, Raf Simons, Ostwald Helgason, Proenza Schouler...

მირა ამხელს მისი ტალანტის საიდუმლოს და ამბობს, რომ ის ცხოვრების ყოველი წუთით ერთობა და რომ არის ოპტიმისტი.


მიროსლავა დუმა





0
82
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინუცკები
ნინუცკები
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0