ეს ახალი დიეტა ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული შეერთებულ
შტატებში. მისი ძირითადი პრინციპია - მიაწოდო ორგანიზმს ის რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის. სწორედ ეს პრინციპი განასხვავებს მას სხვა დაბალკალორიული და გამომფიტავი დიეტებისაგან.
აღწერილობა
გასაკვირი არაა, რომ სარა ჯესიკა პარკერი და ტერი ჰეტჩერი
ამ დიეტის ერთგული თაყვანისმცემლები არიან. მისი ავტორი ესტერ ბლამი - განთქმული ნიუიორკელი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ორგანიზმს ის უნდა მივცეთ რასაც გვთხოვს და როცა გვთხოვს ოღონდ სწორი ფორმითა და სწორი რაოდენობით.
ესტერ ბლამი გვირჩევს მივიღოთ ორგანული და ნატურალური
პროდუქტი, ასევე შავი შოკოლადი თოთო ფილა დღეში. შოკოლადი შეიცავს ფინოლეტილამინებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ენდორფინებს (ბედნიერების ჰორმონებს) ჩვენს ტვინში, ასევე
სეროტონინებს, ტეობრომინებს და ანანდამინებს, თითოეული მათგანი ტვინში სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჩვენს კარგ განწყობაზე. ესტერი ასევე გვირჩევს
ცხიმების მოხმარებასაც, რადგან ცხიმები აუცილებელია ორგანიზმისათვის რათა ორგანიზმმა გამოიმუშავოს ესტროგენი, პროგესტერონი და ტესტოსტერონი - ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე. ორგანიზმის გამოფიტვა ხელს უშლის მის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამის გამო დეპრესიებისადმი მიდრეკილნი ვხდებით.
გარდა ამისა ის გვირჩევს კვერცხის მიღებასაც. „ნუ დაიჯერებთ
იმას, რომ კვერცხი ზრდის ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. ეს არ არის მართალი, რადგან კვერცხის გული შეიცავს მეტ პროტეინს ვიდრე ცილა, ასევე ლეციტინსა და ქოლინს, რომლებიც ხელს უშლის ღვიძლის დაშლას და ხელს უწყობს ქოლესტერინის მეტაბოლიზმს“.
ბრინჯი, ლობიო, სიმინდი ასევე ძალიან მარგებელია. თუ გადაწყვიტავთ ამ დიეტის დაცვას, თქვენ ასევე შეძლებთ მიირთვათ ნატურალური ყველის მრავალი სახეობა. ყველი შეიცავს სასარგებლო ცხიმებს და კალცს, რომლებიც ოსტეოპოროზის პროფილაქტიკაზეა პასუხისმგებელი.
აკრძალული გაქვთ დაბალკალორიული საკვები, აკრძალულია
პროდუქტი რომელიც შეიცავს ქოლესტერინს და მარგარინს.
ასე და ამგვარად თქვენ ჩვეულებრივად მიირთმევთ თქვენთვის
ჩვეულ საკვებს მცირე ულუფებით ბოსტნეულისა და უჯრედოვან პროდუქტთან ერთად. ესტერი გვირჩევს მოცემული დიეტის აპრილი-მაისში დაწყებას, რადგან ზაფხულში ნატურალური ხილი და ბოსტნეულია, დღეც გრძელია და შესაბამისად მეტი დრო გაქვთ რათა სპორტით სუფთა ჰაერზე დაკავდეთ.
:D:D ვაშლი უფრო აშიებს..