ქალი და მამაკაცი ვინ არის თამთა შედანიას ახალი შეყვარებული 2013, 13 მარტი, 16:38
წარმატებული მოდელისა და “მის საქართველოს''-თამთა შედანიას პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა:ის შეყვარებულია და მისი შეყვარებილი 24 წლის ერეკლე მანგოშვილია.გარდა იმისა, რომ თამთას და ერეკლეს, როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, ისინი ერთადაც მშვენივრად გამოიყურებიან და ერთმანეთს უხდებიან.
-როდესაც ურთიერთობას იწყებდით, იყო სირთულეები? ერეკლე:ჩვენ და მითუმეტეს, მე იმ ასაკში არ ვარ და თან, განვლილი ცხოვრებიდან მიღებული მაგალითები არ მაძლევს იმის უფლებას, ელემენტარულ რაღაცაზე ვიკამათოთ, ან ვიჩხუბოთ.ერთმანეთს არ ვაძლევთ ამის საბაბს, ჰარმონიული, თბილი და ტკბილი ურთიერთობა გვაქვს.ია-ვარდით არ მქონია მოფენილი ცხოვრება.რაც ახლა მაქვს, ყველაფერი ჩემით შევქმნი, გვერდში არავინ დამდგომია.როცა პრობლემა იჩენს თავს, მიხარია, რადგან, რაღაც კუთხით, ცხოვრებას თავისი მუღამი ეძლევა. -როდესაც უკეთ გაიცანით ერთმანეთი, რა იყო ის, რითაც თამთამ ყველაზე მეტად მოგხიბლა? -ბევრი თვისებაა, რაც თამთაში მომწონს და მიყვარს.რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე შოკის მომგვრელი იყო მისი ვიზუალური მხარე.როცა პირველად ვნახე, სალონში ხმამაღლა იმ თემაზე ვსაუბრობდით, რომ მოდელები ვიზუალურად ნორმალური გოგონები არიან, მაგრამ-ფუტლარები.თამთას შემთხვევაში, აშკარად სხვაგან მოვცვდი.ვიზუალურ მხარეზე, რომ არაფერი ვთქვა, თამთა ჩამოყალიბებული პიროვნებაა, დალაგებული-იცის, რა უნდა, უყვარს თავისი საქმე და რაც მთავარია, მე ვუყვარვარ. თამთა:ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ვიზუალურ მხარეს ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ მერე ურთიერთობაში, როცა ორი ადამიანი რჩება ერთად, მთავარი ხასიათია.კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, ერთად კარგად ვართ.ჩვენი აზრები, ფიქრები, ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა.ძალიან მიზანდასახულია, ისევე როგორც მე შრომისმოყვარეა.ყველასგან განსხვავებული, სხვა თვალით უყურებს ცხოვრებას, ამიტომაც მომეწონა და მიყვარს. -არსებობდნენ ადამიანები, თქვენს ურთიერთობას რომ ეწინააღმდეგებოდნენ და ხელს უშლიდნენ? -ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ურთიერთობას.ერეკლეს შესახებ ჩემთან ცუდი ამბები მოჰქონდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა .როცა ვინმე რამეს ამბობს ჩემზე, მირჩევნია, ამის შესახებ პირადად მკითხონ.ასე იყო ერეკლეს შემთხვევაშიც.მასთან მივიდოდი და ვეკითხებოდი:ეს გავიგე-მეთქი და მერე ყველაფერს ვარკვევდით.ეს არასდროს გამხდარა ჩვენი ჩხუბის მიზეზი.ჩვენ წარსულით არ ვცხოვრობდით, ჩვენი ცხოვრება მომავალზეა დამოკიდებული.ამიტომ ხელს არ გვიშლის ის ფაქტი, ერეკლეს შვილი ჰყავს ან მეგობარი გოგონა ჰყავდა. ერეკლე:ბევრი ამბობს, რომ მე ოფიციალურ ქორწინებაში ვიყავი.ხმამაღლა ვამბობ, რომ მე არ ვყოფილვარ ოფიციალურ ქორწინებაში.შვილი მყავს და მას ყოველთვის მივაქცევ ყურადღებას. თამთა:ძალიან ყურადღებიანია, თუნდაც ადამიანების მიმართ.პირადად მე, ცუდი შთაბეჭდილება დამრჩებოდა, რომ გამეგი, შვილი ჰყავს და ყურადღებას არ აქცევსო. -ალბათ, გაიცანით ერთმანეთის მშობლები . ერეკლე:დედაჩემმა 10 წლის სიცოცხლე მოიმატა ამის შემდეგ, რაც თამთა გაიცნო:მესამე შვილია ჩემს ოჯახშიო.ჩემი სიდედრიც ძალიან მიყვარს და ვიცი, ეკასაც ვუყვარვარ. თამთა:დედამ ერეკლე ზუსტად იმ პერიოდში გაიცნო, როდესაც მამა გარდაიცვალა.ამბობს ხოლმე:ერეკლა რომ არ გამოჩენილიყო ჩვენს ცხოვრებაში, ამ დარდის გადატანა უფრო გაგვიძნელდებოდა.ახლა სამო მეფე გვყავს ოჯახში:დავითი, თამარი და ერეკლე. მადლობა ყურადღებისთვის!!! 289 4-ს მოსწონს
|