წვნიანი კერძები სუპი ხინკალით 2012, 16 მარტი, 12:05 მასალად საჭიროა:
ცხვრის ხორცი - 1კგ ქონი - 100გრ პურის ფქვილი - 400გრ კვერცხი - 1ცალი ხახვი - 3თავი დაფნის ფოთოლი - 3ცალი ძმარი - 1/3ჩაის ჭიქა შავი პილპილი, ოხრახუში და მარილი - გემოვნების მიხედვით. 400გრ პურის ფქვილისაგან მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი. ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრები, ძვლებისაგან კი მოვხარშოთ ბულიონი. რბილი ხორცი და 100გრ ქონი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ამავე მანქანაში გავატაროთ ხახვი და მწვანილი. შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. ძვლებისგან მოხარშულ და გაწურულ ბულიონში ჩავახარშოთ ხინკლები, რომლის დამზადები წესი ასეთია: მოზელილი ცომი გავშალოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე; თხლად გაშლილ ცომზე დავაჭიროთ ჩაის ჭიქის პირი და ამოვჭრათ რგოლები; თითოეულ რგოლზე დავადოთ თითო ჩაის კოვზიხორცის სატენი, ხორცის ნაპირებს წავუსვათ კვერცხის ცილა და ისე შევკრათ, რომ მივიღოთ ნახევარწრე. ეს ხინკლები სათითაოდ ჩავუშვათ ადუღებულ ბულიონში და ვხარშოთ 15-20წუთის განმავლობაში. 222 2-ს მოსწონს 1-ს არა
|