x
მეტი
  • 03.10.2024
  • სტატია:137407
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511374
ტროპიკული სამოთხე- Swarovski-ის სამკაულების ახალი კოლექცია
ცნობილი საიუველირო ბრენდის Swarovski-ის გაზაფხული-ზაფხული 2013 კოლექციის შთაგონების წყარო გახდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები-დაწყებული რიო-დე-ჟანეიროდან მეხიკოთი და მაიამის სანაპიროთი დასრულებული.

image

კოლექცია მოიცავს ფერად და სახალისო ჩამოსაკიდებს.

საკიდებს თევზების, პალმების, ნიჟარების, ხილის, ნაყინის, ხვლიკების და თუთიყუშების, ოკეანის ბინადარი რვაფეხების, ტროპიკული ყვავილების და ხილის ფორმა აქვს. მომავალი ზაფხულის საპატივცემულოდ კოლექციაში საცურაო კოსტუმების, საზღვაო ატრიბუტიკის თემატიკაც საკმაოდ მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი.


საკიდები შეგიძლიათ დაამაგროთ მძივების, ჯაჭვების სამაჯურებზე, გასაღების აცმაზე ან ტელეფონის შალითაზე.

კოლექცია ხალისიან და მზიან განწყობას შეიტანს ყოველდღიურ ცხოვრებაში

image

image

image

image

image

image

image









0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0