x
image
ტისა
დაუჯერებელი ფაქტი

ეს ისტორია მოგონილს
უფრო ჰგავს, მაგრამ
ის ნამდვილია და დაფიქსირებულია როგორც
ფაქტი.


ეს ამბავი
მოხდა 1994 წლის გაზაფხულზე.
ახალგაზრდა ამერიკელმა რონალდ
ოპუსმა, გადაწყვიტა სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაესრულებინა. თვითმკვლელობის წინ დაწერილ წერილში მან აღნიშნა,
რომ თვითმკვლელობის მიზეზი
ფინანსური სიძნელეები და მშობლებთან ურთიერთობის
გაუარესებაა. ყოველივე ამის შემდეგ, რონალდი
აძვრა ფანჯრის რაფაზე
და მე-9 სართულიდან ისკუპა. ყველაფერი დამთავრდებოდა
ისე, როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი, რომ არა მე-7 სართულზე გაჭიმული დრეკადი ბადე, რომელიც 1 საათით ადრე ჩამოკიდეს ფანჯრების მწმენდავებმა. ასე რომ ორი სართულით ქვევით, სავსე შარვლით, რბილად დაეცემოდა ბადეზე, რომ არა უბედური
შემთხვევა...როდესაც რონალდი მე-8 სართულის ფანჯარას
გაუსწორდა, ფანჯრიდან შემთხვევით გამოსროლილმა ტყვიამ მას თავი გაუხეთქა ისე, რომ საკუთარი დედაც კი ვერ ამოიცნობდა.
სანამ პოლიციელების ერთი ჯგუფი ოპუსის ვინაობის დადგენას ცდილობდა, მეორე ჯგუფმა გადაწყვიტა
მსროლელი მოხუცისთვის ბრალი წაეყენებინათ არაწინასწარ
განზრახული მკვლელობისათვის, ვინაიდან,
გასროლა რომ არ მომხდარიყო, ოპუსი ცოცხალი გადარჩებოდა.
მომხდარის გარჩევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოხუცმა თოფი თავის ცოლს დაუმიზნა, მაგრამ ააცილა. აქ კი პოლიციელებმა
მკვლელობის მცდელობისათვის, მოხუცს ახალი ბრალი წაუყენეს.
ცოტა ხნის მერე, შედარებით დამშვიდებულმა მოხუცმა,
პოლიციელებს აკანკალებული ხმით განუცხადა, რომ ის სრულიადაც
არ აპირებდა ცოლის მოკვლას, და რომ ეს თოფი არასოდეს
ყოფილა დატენილი. უბრალოდ ოჯახური დავების დროს მოხუცი ყოველთვის აშინებდა ცოლს ჩახმახის გამოკვრით. ეს ერთ-ერთ
ოჯახურ რიტუალადაც კი ითვლებოდა.
ცოლქმრის მტკიცებით, თოფი დატენილი არ უნდა ყოფილიყო
და არც არავის არასოდეს დაუტენია. გამომდინარე აქედან, ბრალდება
არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაზე იმის კისერზე იყო, ვინც თოფში ვაზნა ჩადო. მაგრამ ვინ იყო ეს პიროვნება? აღმოჩნდა,
რომ მოხუცების სახლში შემოსვლა შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ მათ შვილს, რადგანაც გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა. პოლიციელები
დაუკავშირდნენ მათი შვილის მეგობარს, რის შედეგადაც ბევრი საინტერესო ფაქტი გაარკვიეს.
გაირკვა, რომ შვილმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა შური ეძია მშობლებზე, რომლებმაც მას უარი უთხრეს მატერიალურ
დახმარებაზე. ვინაიდან შვილმა იცოდა, რომ მამა ხშირად
ემუქრებოდა დედას თოფით, მან ჩუმად გადატენა
თოფი, რადგანაც იცოდა, რომ პირველივე დავისას მამა დედას მოკლავდა, მამას კი დიდი ხნით ციხეში გამოამწყვევდნენ. მაგრამ ცოლ-ქმარი ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, რამაც ძალიან გაანაწყენა შურის მაძიებელი.
-მაგრამ სად არის ის არამზადა?
-როგორ თუ სად? გაკვირვებით უპასუხა მოხუცმა. ის ერთი სართულით ზევით, მე-9 სართულზე ცხოვრობს.
დიახ, სწორედ ის ძებნილი შვილი აღმოჩნდა რონალდ
ოპუსი. ეს მან ჩადო თოფში ვაზნა და რადგანაც შურისძიება
არ გამოუვიდა, გადმოხტა
ფანჯრიდან, და თავისივე მამის ხელით აღმოჩნდა
მოკლული. თვითმკვლელობა აღსრულდა, მაგრამ
არა იმ გეგმის
მიხედვით, როგორც მას ჰქონდა
ჩაფიქრებული.image

6
674
7-ს მოსწონს
ავტორი:ტისა
ტისა
674
  
2013, 20 მარტი, 13:49
საინტერესოა...
2013, 20 მარტი, 0:50
ასეთს ვერ მოვიფიქრებდი :))))))
2013, 14 მარტი, 12:50
:D:D:D:D
2013, 13 მარტი, 22:28
ვვაიიმეე რა მაგარიიიიიააა
2013, 13 მარტი, 22:06
ვაიმე ბრაზილიური სერიალია რაა:D
0 1 6