x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ნაძვის ხე

ნაძვის ხე საშიშია ჯანმრთელობისთვის.
ამერიკელმა სპეციალისტებმა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კოლეჯიდან ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიეძღვნა საახალწლო ნაძვის ხის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ ის ნივთიერებები, რომლებსაც გამოყოფს ნაძვი დახურულ სივრცეში შესაძლოა ძალზე სახიფათო იყოს ალერგიით დაავადებულთათვის.
მას შემდეგ, რაც სადღესასწაულო ხე მოხვდება დახურულ შენობაში, პირველ სამი დღე-ღამის მანძილზე ის კვადრატულ მეტრზე გამოყოფს 800 სპორას – დოზას, რომელიც თითქმის აღწევს დასაშვებ ნორმას.
მაგრამ უკვე 4 დღის შემდეგ, სპორების რაოდენობა აღწევს 5000-ს. ასეთი კონცენტრაცია ძალზე უარყოფითად მოქმედებს ალერგიით და ასთმით დაავადებულ პაციენტებზე.
კვლევამ აჩვენა, რომ წიწვოვანი მცენარის დახურულ შენობაში ყოფნის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 4 დღეს, რათა მან შემდგომში უარყოფითად არ იმოქმედოს ორგანიზმზე. თუმცა ხშირად, ეს 4 დღეც კი საკმარისია, რომ მარადმწვანე მცენარემ ზიანი მიაყენოს ალერგიულ ადამიანებს. საქმე იმაშია, რომ ქიმიურმა ნივთიერებებმა, რომლებსაც ხშირად ასხურებენ ნაძვის ხეს მწარმოებლები და გამყიდველები, ხეში არსებული მავნე ბაქტერიების განადგურების მიზნით და ასევე “გასაყიდი” შესახედაობის მისაცემადაც, შესაძლოა გამოიწვიონ მძიმე ალერგიული რეაქციები. ასეთნაირად დამუშავებული ნაძვის დახურულ სივრცეში ყოფნის ხანგრძლივობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ცოცხალი ხის ალტერნატივას – ხელოვნურ ნაძვის ხეს სპეციალისტები ასევე სკეპტიკურად უყურებენ. პირველ რიგში, სოკოები და მტვერი შესაძლოა იყოს როგორც ნატურალურ, ისე პლასტმასის ნაძვებზე. მეორეც, ბევრი ხელოვნული ნაძვის ხის წარმოება ხდება ჩინეთში, სადაც მათი დამზადებისთვის გამოიყენება ტოქსიკური მასალები.
ორგანიზმზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ ასევე წიწვოვან დეზოდორებს, რომლებსაც ხანდახან ასხამენ ხელოვნურ ნაძვს სახლებში.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:ლუკინიო
ლუკინიო
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0