პოეზია მე, შენ, "ის" და არაბული თეთრი ჩადრები.... 2013, 13 მარტი, 1:57 ![]() მე, შენზე ფიქრი, უკვე, ჩვევად მექცა! ეს საფიქრალი კი წამითაც არ მტოვებს. შენი თვალები თუ გამახსენდა, დამიჯერე – __ლოცვას უყოყმანოდ მივატოვებ... რჯულზე უმტკიცეს ჩვეულებას, როგორც ყოველთვის ხომ – ___რჯული მარტოს ტოვებს!... არჩევანის დროს, შენზე და რწმენაზე აზრს თუ მკითხავდნენ შედეგს აზრისას, ვიცი მაშინ რომ გაკიცხავდნენ. ![]() ![]() სამკუთხა სიყვარულს ჩვენში მკაცრად განიხილავენ. მხსნილშიც და მარხვაშიც დაუნდობლად განიკითხავენ არამც და არამც თავად ჩვენ კი აზრს არ გვკითხავენ. ![]() არც ამ გულს: მპყრობელს, ბატონს, მონას და თან ___პილატეს ან და მე რატომ? ___გრძნობას ჩემსას რად არ ჰკითხავენ? მეც ვამბობ რაა?___ ვითომ უტყუარს, ეგზომ სიმართლეს! შენ რა გგონია ჩემო თავო, სიყვარულისთვის, მთელს დუნიას ხვალ___დაკითხავენ? ჰმ... ..... რჯულის კანონს თუ შემაცვლევინებთ მიმიშვებთ მასთან ამ ჩემი კალმით, განა ქვეყანას დავხურავ ჩალით??? – __ ყველას სიყვარულს დავიცავ თავით... ![]() ![]() რჯულის ბორბალის დატრიალებით მხოლოდ, სამ მიჯნურს შევმოსავდი, თეთრი ჩადრებით, რომ ჩვენი ბედის ჰარამხანა ამევსო ვარდებით... თურმე სხვა რჯულით __ კარგო, წაღმა შემიყვარდები ![]() ![]() იცი? ამისთვის მე, შენ და "იმან"___ ისიც ცოტა ხნით, ჩვენს სიყვარულს დასაცავად ბოროტ თვალიდან, შემოვაფაროთ არაბული, უნდა___ ჩალმები... და მხოლოდ მაშინ, ცხელ ქვიშაზე ___ ვნებით დაღლილებს დაგვშრიალებდნენ___ მწვანე პალმები! მოგიბრუნდები უკვე მეათედ და რა ვქნა, თუ დაღლილი ხარ ____ არ მენაღვლები!... ![]() 63 14-ს მოსწონს 1-ს არა
|