x
image
თამარი555
კარგი ყოველთვის არ არის კარგი
ერთი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ასე მიიჩნევდა საკუთარ თავს, მივიდა ბრძენთან და უთხრა:


– _მე თქვენში მასწავლებელს ვხედავ და ნება მომეცით ვისწავლო თქვენგან. ბრძენს გაუკვირდა:


– _ რატომ მიმიჩნიე მე მასწავლებლად?


– _მე მთელი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს ასეთი კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი: თქვენ ყველა გაქებთ.



ბრძენმა ადამიანს შესთავაზა სასახლის მოედანზე წასვლა, სადაც გუბერნატორს აქებდნენ და უთხრა:


– _იმ რეპურტაციას, რომელსაც მე შენ მომაწერ, მიაწერენ ხელისუფალსაც. თუ შენ გვაფასებ მხოლოდ გარეგნული თვისებებით, მე მხოლოდ უბრალო გამვლელი ვარ მასთან შედარებით. შენ კი ჩემგან გინდა რომ ისწავლო, რატომ?.


– _გუბერნატორი არასოდეს არ წაგიყვანდა სასახლის მოედანზე სადაც შენ შეგაქებს ხალხი და არ იტყოდა იმას, რასაც შენ მასზე ამბობ. კარგი ადამიანი საქმით შეიცნობა.


__თუ ადამიანს მხოლოდ გარეგნული თვისებებით შევაფასებთ, მაშინ უბრალო გამვლელი წმინდანად შეიძლება შერაცხოთ. და ნებისმიერი ღირსეული ადამიანი კი კაცობრიობის მტრად.


– _ხედავ იქ მტვერში, ტაძართან მჯდომ მათხოვარს?, რა შეგიძლია თქვა მის შესახებ?


– _არაფერი, მე მის შესახებ არაფერი ვიცი.


– _მაშინ შენ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო, ჯერ ჩემი მოსწავლეებისგან: მთელი ცხოვრების მანძილზე შენ დაინახე მხოლოდ ერთი ღირსეული ადამიანი__მე. ამიტომ შენი ბრძნული სიტყვები მხოლოდ__გარეგნული და ზერელე შეფასებაა. უბრალო დერვიში__ მათხოვარი არ არის შენი ყურადღების ღირსი, მიუხედავად შენი შეფასებისა, ის ძალიან განათლებული ადამიანია. მე კი შენთვის მხოლოდ სარკე ვარ, რომელშიც მხოლოდ შენი სიბრძნე გინდა დაინახო.



image

image



2
68
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
68
  
2013, 12 მარტი, 19:01
გმადლობ
2013, 12 მარტი, 19:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2