სხვა შვედი ხმამაღალი სიცილის გამო გაასახლეს ბინიდან 2013, 12 მარტი, 17:59 შვედეთის ქალაქ გეტებორგში ბინიდან გაასახლეს კაცი, რომელიც ხმამაღლა იცინოდა და დაძინებაში ხელს უშლიდა მეზობლებს. როგორც აღმოჩნდა, ღამღამობით ის უცქერდა 1930-40-იანი წლეის შვედურ კომედიებს და დაუოკებელი ხარხარით გამოხატავდა თავის ემოციებს. მეზობლებმა ვერ აიტანეს ეს გაუთავებელი ხორხოცი, რომელიც მათი თქმით "მთელ სახლს აზანზარებდა" და პოლიციაში სარჩელი შეიტანეს. საგანგებოდ გამოგზავნილმა კომისიამ არ ჩათვალა საჩივარი ზომების მიღების ღირსად, მაგარამ სააპელაციო სასამართლომ მეზობლების მხარე დაიჭირა. ამას გარდა ბრალდებულს აღმოაჩნდა კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება - ის თურმე არღვევდა სამეზობლო თანაცხოვრების წესებს იმით, რომ თავისი აივნიდან ჩიტებს უყრიდა საკენკს. ამრიგად, ხმამაღალ სიცილს (რომელიც მედიცინის მონაცემებით სიცოცხლეს ახანგრძლივებს ) და ფრთოსნებისადმი სიყვარულს შვედმა ამსხვერპლა საკუთარი საცხოვრებელი. 26 3-ს მოსწონს
|