x
image
mak0
რა სურთ ქალებს?


imageნებისმიერ ქალს მხოლოდ სამი მოთხოვნილება აქვს. თუ თქვენ
ფიქრობთ, რომ ეს მამაკაცის ფული, ბრილიანტები და მარადიული ახალგაზრდობაა ძალიან ცდებით. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად და სასიამოვნოდაა.

1.სიახლოვე. ქალები ძალიან სოციალურები არიან, ამიტომ მათი კომუნიკაბელურობა უფრო მეტად იკვეთება ვიდრე მამაკაცების. მათ ძალიან უყვართ გულითადი საუბრები, ფილმები სიყვარულზე. მათუ უნდათ იცოდნენ რა აქვთ მამაკაცებს თავში და გულში. ურეკავენ მათ დღეში რამოდენიმეჯერ კითხვით „სად ხარ“, არა იმიტომ რომ აკონტროლონ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ გაიგოს რას ეტყვით, ფიქრობთ თუ არა მასზე. ქალისთვის ნეგატიური ემოციების გადატანა უფრო ადვილია მათზე საუბრით. ამიტომ როცა ქალი ხედავს რომ მისი მამაკაცი ცუდ განწყობაზეა, ცდილობს აალაპარაკოს ის მაშინ, როდესაც მამაკაცი თავის თავშია ჩაკეტილი და მარტო ყოფნა ურჩევნია. კაცებმა უნდა შეიგნოთ, რომ ქალებს უნდა ესაუბროთ, მოუსმინოთ, ჩაეხუტოთ, საშუაალება მისცეთ გეწუწუნოთ - მას ხომ თქვენი იმედი აქვს.

2. მადლიერება (დაფასება). ქალისთვის მნიშვნელოვანია ხედავდეს, რომ თქვენ აფასებთ ყოველ მის ქმედებას, ყოველ მომზადებულ კერძს, გარეცხილ წინდებს. ქალისთვის სასიამოვნოა როცა თქვენ აფასებთ მის სილამაზეს, უკეთებთ კომპლიმენტებს, მთავარია ხაზს უსვამდეთ მის ღირსებებს.

3. უსაფრთხოება და ყურადღება. ქალმა თქვენს გვერდით უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. ისინი ძალიან გულჩვილები და ნაზები არიან. რაცარუნდა ძლიერებად გეჩვენებოდნენ, მათში მაინც პატარა გოგონა ცხოვრობს, რომელსაც ზრუნვა ესაჭიროება. მზრუნველობის გარეშე
ისინი კარგავენ თავიანთ ქალურობას. გაუწოდეთ ხელი მანქანიდან გადმოსვლისას, გაუღეთ კარი ან წამოიღეთ მისი ჩანთა. ეს წვრილმანებია და არ არის თქვენთვის რთული, მაგრამ ქალებს ეს ძალიან მოსწონთ. სამაგიეროდ ასეთი მცირედი მზრუნველობისთვისაც კი თქვენ მიიღებთ ქალისაგან სიყვარულს, დაფასებას და ბევრად მეტ მზრუნველობას.
დაიმახსოვრეთ - ქალის ბედნიერებისთვის ძალიან ცოტაა საჭირო!

0
621
10-ს მოსწონს
ავტორი:mak0
mak0
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0