x
image
პერსეპოლისი
ქართველები იურმალას უბრუნდებიან ?
imageლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში, უკვე წლებია საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება, სადაც
მთელი რუსეთის და არამარტო რუსეთის ელიტა და შოუ-ბიზნესი იყრის თავს. "ახალ ტალღას" რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კურირებენ და მისი მუზა ცნობილი მომღერალი ალა პუგაჩოვა არის.

ყველას ემახსოვრება როგორი ფურორი მოახდინა თავის დროზე ამ სცენაზე სოსო პავლიაშვილმა, სოფო ხალვაშმა, ნინი
შერმადინმა და რა თქმა უნდა დუეტმა „ჯორჯიამ“, რომელიც 2008 წლის გამარჯვებული გახდა.

2008 წლის ომის შემდეგ იურმალაში საქართველოდან კონკურსანტები აღარ წასულან.

რამდენიმე წლის წინ დუეტ "ჯორჯიას", სოფო ხალვაშს და სოსო პავლიაშვილს, ასევე სხვა გამარჯვებულებს ვარსკვლავები გაუხსნეს, მაგრამ არც ამ ცერემონიაზე ჩავიდნენ ქართველი მომღერლები. კონკურსზე მხოლოდ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები გამოდიოდნენ სტუმრის სტატუსით.


სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთის განუყრელი ნაწილი ხდება.

2008 წლის შემდეგ საქართველოს სახელით მაინც გამოდიოდნენ კონკურსანტები, თუმცა ამის შესახებ საქართველოში არანაირ ინფორმაციას აჟღერებდნენ, თუ ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალ-გაზეთებსა და სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალებს არ ჩავთვლით.

წელს მთავრობის შეცვლასთან ერთად შეიცვალა კულტურისადმი დამოკიდებულება (იმედია) და ტელეკომპანია "იმედზე" უკვე გადის "პრომო", სადაც ქართველ შემსრულებლებს კონკურსში მონაწილეობას სთავაზობენ."

შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ იურმალაში, ყოველწლიურ პოპულარულ მუსიკალურ კონკურს "ახალ ტალღას" ქართველები უბრუნდებიან.

2
236
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
236
  
2013, 13 მარტი, 18:59
უნდა დაიბლოკონ ყველა სააკაშვილის მომხრე ვინც ამ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.!!!!
2013, 13 მარტი, 16:54
თუნდაც ამად მიღირდა ხელისუფლების შეცვლა. მივესალმები და ბედნიერი ვარ ახალი ხელისუფლების ყოველი ნაბიჯის. სრული ნდობა და გვერდში დგომა ჩემგან მათ
0 1 2