x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135804
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510196
მამაკაცების საგაზაფხულო სუნამოები-სარეკლამო კამპანია რჩეულმა მამაკაცებმა წარმოადგინეს
კოსმეტიკურმა ბრენდებმა საგაზაფხულო პარფიუმის სარეკლამო სახეებად აირჩიეს ქალბატონებისთვის საოცნებო, ლამაზი, ძლიერი სქესის წარმომადგენლები.

ავსტრალიელი ერიკ ბანი, უშიშარი სერფერი დენი ფულერი, ათლეტური ფრანგი ნიკოლა კაზალე, სექსუალური საიმონ ბეიკერი (სწორედ ის ცდილობდა ენ ჰეტევეის მოხიბვლას ფილმში "ეშმაკი ატარებს პრადას"), პერსპექტიული და მიმზიდველი ჰარეტ ჰედლუნდი.

დასანანია, რომ მაღაზიაში მხოლოდ არომატის შეძენაა შესაძლებელი და არა თავად სუნამოს სარეკლამო სახეების.

image


Chanel-ის ყოვლისმომცველი ახალი არომატი Allure Homme Sport Eau Extreme ხის ნოტებით გააოცებს ყველას ჰავაელი სერფერის დენი ფულერის გარდა -ეს ხომ სახლის სიმაღლის ტალღა არ არის. თავად ლამაზმანი ფულერი კი დაიპყრობს ნებისმიერი ქალბატონის გულს და ნებისმიერი სიმაღლის ტალღასაც.

imageimage

















მანეკენი დომინიკ მელქიორი ადვილად იპყრობს ქალბატონების გულებს, მისი ახალი პარფიუმის სურნელი კი სასიამოვნოდ უღიტინებს ცხვირს.

imageimage




















ფრანგმა მსახიობმა ნიკოლა კაზალემ სარეკლამო გადაღების უდიდესი ნაწილი შეზლონგზე წამოწოლილმა გაატარა, მას მხნეობა Kenzo-ს ახალმა არომატმა Kenzo Homme Sport ­Extreme შემატა.

imageimage



















ახალი სუნამო Bulgari Man Extreme-ს სარეკლამო სახე მსახიობი ერიკ ბანა გახდა, რომელიც გულარხეინად დასეირნობდა რომში გადაღების დროს და მიმზიდველ სურნელს აფრქვევდა.

imageimage




















ახალი სუნამოს Gentlemen Only სწორედ მსახიობ საიმონ ბეიკერის მსგავსი მომნუსხველი სახე აქვს.

image

image





















ამერიკელ მსახიობს ჰარეტ ჰედლუნდს კი ესტაფეტა ვენსან კასელისგან გადაეცა და ის გახდა Yves Saint Laurent-ის ახალი სუნამოს La Nuit de l'Homme სარეკლამო სახე.

image


image

0
82
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0