წვნიანი კერძები ქათმის სუპი ყვავილოვანი კომბოსტოთი 2012, 16 მარტი, 11:34 მასალად საჭიროა:
ქათამი - 1ცალი
ხახვი - 2თავი
ერბო - 1ს/კ
ლიმონის მჟავა - 10გრ კვერცხი - 1ცალი ყვავილოვანი კომბოსტო - 300გრ მარილი - გემოვნების მიხედვით საშუალო ზომის ქათამი მოვხარშოთ 16 ჭიქა წყალში. ჩავახარშოთ 300გრ ყვავილოვანი კომბოსტო. წვრილად დაჭრილი 100გრ ხახვი მოვხრაკოთ 1სუფრის კოვზ ერბოში და ცავუშვათ ბულიონში. ჩავდოთ ცოტაოდენი ლიმონის სიმჟავე. ბოლოს სუპში ჩავუშვათ ათქვეფილი 1 კვერცხის გული. მარილი მოვაყაროთ გემოვნები მიხედვით. ვისაც სურს, შეუძლია დაუმატოს რამდენიმე კოვზი პომიდვრის პიურე ან ტომატი. 710 4-ს მოსწონს
|