სხვა ანეკდოტები ნაწ. 24 2013, 12 მარტი, 0:20 ![]() – პაპი, მეზობელ სოფლამდე რამდენი კილომეტრია? – მთელი ცხოვრება 5 კილომეტრი იყო. მერე მოვიდნენ ვიღაც სპეციალისტები, აზომ-დაზომეს და 7 კილომეტრიაო. ხოდა, მას მერე, იმათ გამო ზედმეტ 2 კილომეტრს დავდივართ. ექიმი პაციენტს: – ახლა, თუ შეიძლება, მუხლი მოხარეთ. – რომელ მხარეს, ექიმო? ექიმი პაციენტს: – ახლა, თუ შეიძლება, მუხლი მოხარეთ. – რომელ მხარეს, ექიმო? რატომ არ უცვლიან სვანი დედები ბავშვებს “პამპერსს” ერთი კვირის მანძილზე? – იმიტომ, რომ პამპერსს აწერია “4კგ–მდე”. ექიმო, ეს რა იდიოტობა დამინიშნეთ?! – რატომაა იდიოტობა, საღამოს ერთი აბი დამაწყნარებელის და ცხელი აბის მიღება?! – ხო, კარგი, წამალი კიდე მესმის, მაგრამ აბაზანა?! 5 ლიტრის მერე გული ამერია. ორი ქალი საუბრობს: – ვეღარ ვუძლებ ჩემ ქმარს! – რატო რა დაგიშავა მასეთი? – მათემატიკოსია. – მერე იყოს. – იყოს კი არა… თუ თეორემასავით არ დაუმტკიცე, რომ რაიმეს გაკეთებაა საჭირო თითს არ გაანძრევს. აი, მაგალითად, ვეუბნები „ჭურჭელი დარეცხე“ არ გააკეთებს, მანამდე სანამ არ აუხსნი შემდეგნაირად: „ჭურჭელი დარეცხე, რადგანაც მე არ შემიძლია, იმიტომ რომ მე სხვა საქმით ვარ დაკავებული. აუცილებელია ახლავე გარეცხვა რადგანაც ჭურჭლის ნარჩენები გახმება და უფრო ძნელი გასარეცხი იქნება.“ – ხოო… ახლა მივხვდი, ჩემი ქმარიც შინაგანად მათემატიკოსი ყოფილა! რესტორანში კლიენტი ეჩხუბება მიმტანს: – რა უნდა ხარჩოში ბუზს? – ლოცულობს. – ლოცულობს? დამცინით კიდეც! სასწრაფოთ უკან წაიღეთ მე ამას არ შევჭამ! – ხო ხედავთ, ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა. 31 3-ს მოსწონს
|