ტექნოლოგიური სიახლეები ჭკვიანი ბოტასები Google-გან (სურათები + ვიდეო) 2013, 11 მარტი, 20:59 კომპანია Google-მა კონფერენცია SXSW-ზე წარმოადგინა ჭკვიანი, მოლაპარაკე ფეხსაცმლის პროტოტიპი, რომელმაც უნდა წააქეზოს მფლობელი სპორტით დაკავებაზე. Adidas-ის ბოტასებში ჩაამონტაჟეს მიკროპროცესორი, ნაბიჯმზომი, ჰიროსკოპი, აქსელერომეტრი და დინამიკი. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ფეხსაცმელს გააკეთოს პატრონის აქტივობის ანალიზი, მისცეს მას მწვრთნელის რჩევები, შეაქოს წარმატებისათვი, ან გალანძღოს სიზარმაცისათვის. შესაძლებელია ფეხსაცმლის სინქრონიზება სმარტფონთან ან დამატებითი რეალობის სათვალე Google Glass-თან Bluetooth-ის საშუალებით. 670 8-ს მოსწონს
|