სიმაღლეში ზრდის პრობლემა დღეს საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას აწუხებს, განურჩევლად სქესისა.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, მოუწესრიგებელი
ძილის რეჟიმი, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, არააქტიური ცხოვრების წესი (თუკი ადამიანი არ არის დაკავებული სპორტით, განსაკუთრებით აუცილებელია ცურვა). ასევე ყურადღება უდნა მიექცეს საცხოვრებელ გარემოს, კლიმატს და ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას. ცნობილია, რომ ნერვული დაძაბულობა ხელს უშლის სომატოტროპული, ანუ ზრდის ჰორმონის გამომუშავებას.
თუკი თქვენი სიმაღლე არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი, რომელთა დახმარებით შეძლებთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.
* გაითვალისწინეთ თქვენი ასაკი. გოგონები 22 წლამდე იზრდებიან, ხოლო ვაჟები 24 წლამდე.
მეთოდები სიმაღლეში ზრდის სტიმულირებისთვის:
1. აუცილებლად იარეთ ცურვაზე;
2. მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
3. საკვები რაციონიდან ამოიღეთ ჭარბი ტკბილეული და ცომეული. მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული, განსაკუთრებით კი სტაფილო. ჯანსაღი საკვების მიღება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას მოაწესრიგებს.
4. ყურადღება მიაქციეთ ხერხემლის პოზიციას სიარულისა და ჯდომის დროს, რათა თავიდან აიცილოთ ხერხემლის გამრუდება, სქოლიოზი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სიმაღლეში კლება.