სხვა წყალქვეშა სამყარო 2013, 11 მარტი, 17:40 წყალქვეშა სამყაროს აქტიური შესწავლა შედარებით გვიან დაიწყო – გასული საუკუნის შუა წლებში, რამდენადაც ზუსტი დაკვირვებების ჩასატარებლად საჭირო იყო გამოეგონებინათ ჰიდროლოკატორები, აკვალანგები, ბატისკაფები, ორბიტალური ხომალდები და სხვა. წყალქვეშა სამყარო ხომ უამრავი უჩვეულობითა და სიურპრიზითაა სავსე! ჰოდა, გაეცანით ყველაზე უჩვეულო, საშინელ, იშვით და გარკვეულწილად მომხიბველ თევზთა 10 ნაირსახეობას, რაც ოდესმე ადამიანს აღმოუჩენია. 1. სკორპენა ამბონა (ინგლ. Ambon Scorpionfish, ლათ. Pteroidichthys amboinensis). იგი 1856 წ–ს იქნა აღმოჩენილი, უიშვიათეს ნაირსახეობას არ განეკუთვნება და კარგადაა შესწავლილი. მისი დამახასიათებელი რამაა ამობურცულ თვალებზე არსებული უზარმაზარი „წარბები“. მას ხელეწიფება შეფერილობის შეცვლა. საზრდოს წყალქვეშა ზედაპირზე, შენიღბული ელის და და უეცრად ესხმის თავს. 2. ფსიქოდელიკური ბაყაყ–თევზა (ინგლ. Psychedelic Frogfish, ლათ. Histiophryne psychedelica). აღმოჩენილია 2009 წ–ს. იგი უჩვეულო ნაირსახეობას განეკუთვნება. კუდის ფარფლი გვერდულად აქვს მოხრილი, მკერდის ფარფლები სახეცვლილი აქვს და ხმელეთის ბინადრის თათებს წააგავს. აქვს უზარმაზარი თავი, ერთიმეორისგან საკმაოდ დაშორებული შაბიაბნისფერი თვალები, რომლებიც წინ აქვს მიმართული (როგორც ხერხემლიან ცხოველებს), რის გამოც მას სახის ძალზედ დამახასიათებელი გამომეტყველება აქვს. თევზის შეფერილობა ყვითელი, ან მოწითალოა, რასაც თეთრი და ცისფერი ზოლები ახლავს თან. სხვა თევზთაგან განსხვავებით იგი გადაადგილებისას კი არ ცურავს, არამედ თითქოს ხტის, რასაც მკერდის ფარფლებით ანხორციელებს. რამდენადაც კუდი ცალ მხარეს აქვს მოხრილი, თევს არ შეუძლია სწორი მიმართულებით გადაადგილება, იგი ხან ცალ მხარეს მიხტის და ხან მეორე მხარეს. თევზს ასევე შეუძლია ფსკერზე ცოცვა, რასაც მკერდის ფარფლების მეშვეობით ახერხებს, იგი მათ როგორც ფეხებს ისე იყენებს. 3. ფოთოლდრაკონი. (ინგლ.Leafy Seadragon, ლათ. Phycodurus eques). აღმჩენილია 1865 წ–ს. თევზთა ამ ნაირსახეობისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომ სხეულის ყველა ნაწილი (თავიდან კუდის ჩათვლით) ფოთლიანი რტოსებრი წანაზარდებით აქვს დაფარული, რაც ძალზედ წააგავს წყალმცენარეებს. მართალია ეს წანაზარდები ფარფლებს ჰგვანან, თუმცა ისინი ცურვისას რაიმე როლს არ ასრულებენ, ისინი თევზებს შესანიღბ საშუალებად აქვთ და იყენებენ როგორც მტრისგან თავის დასაცავად, ასევე კრევეტების მისატყუებლად. ფოთოლდრაკონები ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის სამხრეთ–აღმოსავლეთსა და სამხრეთ–დასავლეთით და ტასმანიის ჩრდილოეთით და დასავლეთით ბინადრობენ. ისინი საზრდოობენ წვრილი კრევეტებით, პლანქტონებით და წყალმცენარეებით, რასაც კბილების უქონლობის გამო მთლიანად ყლაპავენ. 4. მოლა–მოლა. (ინგლ.Ocean Sunfish, ლათ. Mola mola). აღმოჩენილია 1758 წ–ს. თევზს საკმაოდ უჩეულო გარეგნობა აქვს, იგი უზარმაზარ დისკოს წააგავს. კუდი ძალზედ პაწაწინა და წამახული აქვს, ხოლო ზურგისა და კუდის ფარფლები ერთიმეორესთან შეკავშირებული. თევზის კანი სქელი და ელასტიურია და დაფარულია წვრილბორცვოვანი წანაზარდებით. ხშირად მისი ხილვა წყლის ზედაპირზეა შესაძლებელი, სადაც იგი გვერდულად განისვენებს. უკვე ზრდასრული თევზი ცუდად ცურავს და უჭირს ძლიერი დინების წინააღმდეგობის გაწევა. იგი იკვებება: პლანქტონებით, კალმარებით, მედუზებით და ქვირითით. რაც შეეხება მის ზომას, მან შესაძლებელია რამდენიმე ათეულ მეტრს მიაღწიოს, ხოლო წონაში 1.5 ტონა გახლავთ. 5. ფართეცხვირა ქიმერა. (ინგლ.Broadnose chimaera, ლათ. Rhinochimaera atlantica). აღმოჩენილია 1909 წ–ს. იგი ძალზედ ცუდადაა შესწავლილი. გარეგნულად სრულიად ჟელესმაგვარი თევზია. ბინადრობს ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე და იკვებება მოლუსკებით. აი, სულ ეს მწირი ინფორმაცია მოიპოვება მის შესახებ. 6. ჟაბოებიანი ზვიგენი. (ინგლ. Frilled Shark, ლათ. Chlamydoselachus anguineus). აღმოჩენილია 1884 წ–ს. ეს ზვიგენები პლანეტის უიშვიათეს ნაირსახეობას განეკუთვნებიან. ისინი გარეგნულად ზღვის გველებს უფრო ჰგვანან, ვიდრე თავიანთ მონათესავეთა რიგს. მათ ორივე მხარეს 6–6 ლაყუჩი აქვთ, რო მლებიც ჟაბოსებრი კანით აქვთ დაფარული. ლაყუჩებიდან რიგით პირველები ერთგვარი ხვრელით უკავშირდებიან საყლაპავსა და შესაბამისად ერთიმერესაც. ეს ნაირსახეობა ჯერ–ჯერობით არაა კარგად შესწავლილი. 7. ინდონეზიური ლათიმერია. (ინგლ. Indonesian Coelacanth, ლათ. Latimeria menadoensis). აღმოჩენილია 1999 წ–ს. ისინი პლანეტის უძველეს თევზებად მოიაზრებიან. პირველი ცელიკანტების აღმოჩენამდე, რომელთაც ლათიმერია განეკუთვნება, ეს ნაირსახეობა გადაშენებულად მოიაზრებოდა. 2 სახეობის თანამედროვე ლათიმერიის დივერგენციის (დივერგენცია = სხვადასხვაობა: გადახრა, განშტოება, დიფერენციაცია) დრო 30–40 მილიონ წელს შეადგენს. ცოცხალი სახით სულ 10 ლათიმერიაა დაჭერილი. 8. ზღვის თმიანი ეშმაკი. (ინგლ.Hairy Angler, ლათ. Caulophryne polynema). აღმოჩენილია 1930 წ–ს. ეს ძალზედ უჩვეულო და საშიში ნაირსახეობა ღრმა (1 კმ–იდან ქვემოთ) ფსკერზე ბინადრობს, სადაც მზის სხივი სრულიად ვერ აღწევს. ზღვის ამ ბინადართა მისატყუებლად სპეციალური გასანათებელი საშუალება გამოიყენება, რომელიც შუბლზე მაგრდება. მისი მეტაბოლიზმისა და უკიდურესად წვეტიანი და ბასრი კბილების გამო, მას ყველაფრის ჭამა შეუძლია, იმისაც, კი თუ მსხვერპლი მას გაცილებით აღემატება, ან ისიც მტაცებელია. რაც შეეხება გამრავლებას, იგი ისევე უცნაურად მრავლდება, როგორც გამოიყურება, რაც უიშვიათეს შემთხვევას განეკუთვნება. მამრი (რომელიც მდედრზე 10–ჯერ პატარაა) მიემაგრება მისი რჩეული მდედრის სხეულს და ყოველივე აუცილებელს სისხლის მეშვეობით მიაწვდის მის ორგანიზმს 9. წვეთთევზა. (ინგლ.Blobfish, ლათ. Psychrolutes marcidus). აღმოჩენილია 1926 წ–ს. ძალზედ ხშირად მას სახუმაროდ ჩატარებულ ხრიკად აღიქვავენ, თუმცა იგი ზღვის სიღრმეებში მობინადრეთა სრულიად რეალური სახეობაა. იგი ფსიქროლუტების რიგს განეკუთვნება, რომლებიც ზედაპირზე ჟელესმაგვარნი ხდებიან. „მოწყენილი გამომეტყველების“ ეს ნაირსახეობა ცუდადაა შესწავლილი. ფოტოზე ასახულია ავსტრალიის მუზეუმის ეგზემპლარი. 10. წვრილპირიანი მაკროპინა. (ლათ. Macropinna microstoma) – უცნაურობათაგან გამარჯვებული. აღმოჩენილია 1939 წ–ს. ბინადრობს ძალზედ ღრმა დონეებში და შესაბამისად სუსტადაა შესწავლილი. კერძოდ, არც მთლად გასაგებია თევზის მზედველობის პრინციპი. ითვლება, რომ მხედველობასთან დაკავშირებით მას დიდი პრობლემები ექმნება, რამდენადაც მხოლოდ ზემო მიმართულებით ხედავს. მხოლოდ 2009 წ–ს იქნა მთლიანად შესწავლილი მოცემული თევზის მხედველობის ორგანო, რამდენადაც მანამდე ყველა მცდელობა კრახით მთავრდებოდა, რადგანაც თვითონ თევზი ვერ უძლებდა წნევის ცვალებადობას. მისი ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ მას თავზე (ზემოდან) და ასევე გვერდებზე გამჭვირვალე, გუმბათოვანი გარსი აკრავს. თვალები ცილინდრისებრი ფორმის და ზემოთ მიმართული აქვს, რომლებიც სწორედ ამ გარსის ქვეშ იმყოფებიან. მკვრივი და ელასტიური გარსი ზურგზე, ქერცლსაა მიმაგრებული, ხოლო გვერდებზე თვალბუდის ფართე ძვლებს ემაგრება, რაც მხედველობის ორგანოს დაცვის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ეს საფარველი ქრება, ან ზიანდება, როდესაც თევზი ზედაპირზე ბადით ან მისთანანით ამოჰყავთ. შესაბამისად, ამ დრომდე მისი არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. გამჭვირვალე გარსის ქვეშ სითხით სავსე საკანია, სადაც ფაქტიურად თევზის თვალებია განთავსებული. ცოცხალ თევზს თვალი მკვეთრი მწვანე შეფერილობის აქვს და ერთიმეორისგან ძვლოვანი ბარიერითაა გამოყოფილი, რომელიც უკანა მიმართულებით გრძელდება, ფართოვდება და ტვინსაც იფარავს. თითოეული თვალის წინ (თუმცა პირის უკან) მდებარეობს მომრგვალებული ჯიბე, რაც ყნოსვის რეცეპტორთა სისტემის საკანია. ანუ, ის რაც ფოტოზე ერთი შეხედვით თვალების ასოცირებას ქმნის, სინამდვილეში ყნოსვის ორგანოა. თვალების მწვანე შეფერილობა განპირობებულია მასში სპეციფიური ყვითელი პიგმენტის სიუხვით. ითვლება, რომ სწორედ ეს პიგმენტი უზრუნველყოფს ზევიგან ჩამომავალი შუქის ფილტრაციას და მისი სიმკვეთრის დონეს დაბლა სწევს, რაც თევზს შესაძლებლობას აძლევს მისი პოტენციური მსხვერპლის ბიოლუმინესცენცია განასხვაოს. წყარო:TOP100.Ge ავტორი: შაკსონ . 1010 8-ს მოსწონს
|