x
image
hamunaptra1990
ქართველი მშვილდოსანი, რომელიც ამერიკულ ფილმში მწვრთნელად მიიწვიეს
imageხათუნა ლორიგი, იგივე ხათუნა ქვრივიშვილი ამერიკაში მოღვაწე ოთხგზის ოლიმპიელი მშვილდოსანია. ქართველი სპორტსმენი საზღვარგარეთ 90-იანი წლებიდან იმყოფება და რომ არა მისი ახლობლები, საქართველოში დაბრუნებას არც კი ისურვებდა. მშობლებს და ერთ ძმას, ფინანსურად თავად ეხმარება.

ჰყავს 19 წლის ვაჟი, ლევანი და შვილობილი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება. ლევანი დედის მსგავსად მშვილდოსნობითაა გატაცებული. ხათუნა მიიჩნევს რომ მკაცრი მწვრთნელია არამარტო შვილთან, არამედ სხვებთან მიმართებაშიც.

სპორტსმენი იხსენებს ჰოლივუდურ ფილმ "შიმშილის თამაშებს", სადაც ხათუნა მთავარი როლის შემსრულებელ, ჯენიფერ ლოურენსს ავარჯიშებდა. "არც ვიცოდი ასეთი ცნობილი მსახიობი თუ იყო, ისე მივუდექი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა. მალე აითვისა. ეკრანზე, რომ გამოვიდა ეს ფილმი ძალიან ამაყი ვიყავი." -აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, ისიც რომ ფილმის შემქმნელები ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, რომ ხათუნა ოთხგზის ოლიმპიელია. ამით ისინი სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდ რეკლამას უკეთებენ.image
imageimage


ახლა კი წარმოგიდგენთ ფოტოებს, ფილმიდან "შიმშილის თამაშები".
imageimageimageimage
image











.








0
258
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0