წვნიანი კერძები ქათმის სუპი ლიმონით და კვერცხით 2012, 16 მარტი, 11:12 მასალად საჭიროა:
საშუალო ზომის ქათამი - 1ცალი ხახვი - 50გრ მწვანილი - 50გრ ლიმონი - 1ცალი მაკარონი"ვარსკვლავი" - 100გრ კვერცხის გული - 2ცალი მარილი - გემოვნების მიხედვით კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 12ჭიქა წყალი, დავუმატოთ ხახვი და მწვანილი. ვადუღოთ და თან მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ჩავაგდოთ შიგ შუაზე გაჭრილი ლიმონი და ვადუღოთ კიდევ დაახლოებით 1საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ მოხარშული ქათამი და დავჭრათ წვრილად, ბულიონში კი ჩავყაროთ მაკარონი"ვარსკვლავი" (ან თუ არ გვაქვს ეს მაკარონი მაშინ შეგვიძლია ვერმიშელი ვიხმაროთ მაკარონის ნაცვლად). როცა მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ მოხარშული ლიმონი, სუპში კი ავურიოთ კარგად ათქვეფილი ორი კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი მოხარშული ქათამი. ეს სუპი მეტად გემრიელი და სასარგებლოა. 270 შეფასება არ არის
|