სხვა Google_ს ახალი სათვალეს ქმნის 2012, 20 აპრილი, 17:42 GOOGLE ახალი სათვალის ტესტირებას იწყებს, რომელშიც კომპიუტერული პროგრამები და კამერა იქნება ჩამონტაჟებული. მოწყობილება სახელწოდებით OAKLEY ინფორმაციას სათვალის მინაზე გამოიტანს, რომელიც კომპიუტერის ეკრანის როლს შეასრულებს. "გუგლის" ახალ პროექტს წინა თაობის ანდროიდ_ის სმარტფონის დონის აპარატული მოწყობილება ექნება. მწარმოებელთა თქმით, სათვალე-კომპიუტერი 256 გბ პროგრამებით იქნება სავსე ხოლო დამატებით მოყვება 8 გბ ახალი მონაცემებისთვის. GOOGLE_ეს ჯერ არ გადაუწყვეტია გაიტანს თუ არა მოწყობილობას საერთაშორისო ბაზარზე გასაყიდად. 91 3-ს მოსწონს
|