კულტურა ვარსკვლავები, რომლებიც თავის ბისექსუალობას აღიარებენ 2013, 10 მარტი, 11:42 ცნობილ ვარსკვლავებს შორის ბევრი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა, მაგრამ ბევრ მათგანს უჭირს ამის აღიარება. ზოგიერთი მათგანი კი ამას არ მალავს და თამამდ აცხადებს თავისი ორიენტაციის შესახებ. ასევე ვარსკვლავებს შორის არიან ბისექსუალები, რომელთაც არ ერიდებათ და აღიარებენ ორივე სქესისადმი ლტოლვას. არვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ მე მეგან ფოქსზე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ის ბისექსუალი იყო. ერთხელ, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის, Esquire-ის ჟურნალისტი, ცდილობდა მისთვის ინფორმაცია გამოეტყუა, მეგანმა თამამდ უპასუხა და საბოლოოდ განმარტა სიტუაცია: "ეჭვგარეშეა, მე ბისექსუალი ვარ!" ბილი ჯო ამსტრონგი-ჯგუფ Green Day-ის ლიდერმა 1995 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ვიყავი ბისექსუალური... და ეს მშვენიერია..." ამის შემდეგ ის ყოველთვის აღნიშნავდა, რომ სექსუალური ორიენტაცია არ უნდა იწვევდეს პრობლემებს. მარლონ ბრანდო თავისი სიცოცხლის წლებშივე გამოტყდა თავის ორიენტაციაზე და იგი აღნიშნავდა, რომ მას ამისი არ სცხვენოდა. ანა პაკინმა თავისი ბისექსუალობა სახალხოდ აღიარა ერთ-ერთ ბომონდურ შეკრებაზე. ემბერ ჰერდი-2010 წელს მსახიობმა აღიარა, რომ იგი ხვდებოდა გოგოს. მაგრამ იგი ასევე აღნიშნავდა, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდა ასევე მამაკაცებთანაც დრიუ ბერიმორმა 2003 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "გოგონების მიმართ ყოველთვის განვიცდიდი სექსუალურ ლტოლვას. მე ჩემს თავს ყოველთვის მივიჩნევდი ბისექსუალად!" არაერთი ჭორი დადიოდა ბერიმორის გოგონებთან რომანის შესახებ. ევან რეიჩელ ვუდმა Twitter-ის საშუალებით გამოთქვა მოსაზრება: "მე ვარ ბისექსუალი და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ!" 44 5-ს მოსწონს
|