x
საშიში ისტორიები (ნაწილი 1)

image აქ შემოგთავაზებთ საშიშ ისტორიების პირველ ნაწილს






მკვდრების არმია

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მრეცხავი ქალი და მისი ქმარი ერთ წყნარ ნაკლებად დასახლეუბულ ქუჩაზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მრეცხავს ყოველ ღამე უცნაური ხმები აღვიძებდა – თითქოს ქუჩაში ფეხის ხმა და ბორბლების ღრჭიალი ისმოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ დღეც არავინ დადიოდა, ეს საშინელი მარში ყოველ ღამე ქალს ძალიან აშინებდა, ფანჯრიდან გადახედვის უფლებას კი ქმარი არ აძლევდა.

ერთხელ ქალმა მეზობელს კითხა ამ ხმაურის შესახებ. მან უპასუხა:

– შენ რაც გესმის, ეს მკვდრების არმიაა. ეს იმ ჯარისკაცების სულებია რომლებიც ჰოსპიტალში ისე დაიღუპნენ, რომ არც გაუგიათ ომის დასრულების შესახებ. სწორედ ამიტომ ისინი ყოველ ღამეს საფლავიდან დგებიან და ფრონტის გასამაგრებლად მიდიან.

მეორე ღამეს მრეცხავმა არ დაიძინა და ფანჯრიდან გადაიხედა. შიშით დამუჯნდა, როცა დაინახა ნაცრისფერი ლანდები, რომლებიც ერთდროულად მიაბიჯებდნენ ქუჩებში, მათ მიყვებოდნენ ეტლები და სამედიცინო დახმარების ვაგონები. ყველაფერს ნაცრისფერი დაკრავდა როცა მრეცხავი გონზე მოვიდა, მისი მარჯვენა ხელი პარალიზებული იყო.








0
501
შეფასება არ არის
ავტორი:ელენიკო99
ელენიკო99
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0