სხვა პაულო კოელიოს გამონათქვამები 2013, 8 მარტი, 20:19 ◘ როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში. ◘ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო. ◘დაეცე შვიდჯერ და ფეხზე წამოდგე რვაჯერ. აი, რა არის ცხოვრების საიდუმლო. ◘დამარცხების შიში ერთადერთი რამეა, რაც ოცნებების ასრულებას უშლის ხელს. ◘როდესაც ვინმე მიდის, ეს იმიტომ, რომ სხვა მოვიდეს. ◘თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები. ◘იმ წამიდან, როდესაც სიყვარულის ძებნას ვიწყებთ, სიყვარულიც იწყებს ჩვენს ძიებას. ◘ჩვენ ვერასოდეს ვხდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ, რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის. ◘არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ, რომ არავის აღელვებს შენი არსებობა, არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არარსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს. ◘როცა ადამიანები პრობლემებს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. ◘რა ბედნიერია ის, ვინც არ ერიდება თავის უცოდინარობის გამომჟღავნებას. ◘ზღვარზე მდგარი ადამიანი ყოველთვის განსხვავებულად იქცევა. ◘ყველაზე უბრალო რაღაცები ცხოვრებაში, ყველაზე არაჩვეულებრივია. ◘ყოველთვის არის მომენტი როდესაც შეგიძლია გაჩერდე. ◘სხეულები ყოველთვის უგებენ ერთმანეთს, მაშინაც კი როდესაც სულები ვერა. ◘ოცნება არის ღვთის ენა. ◘როდესაც მას არაფერი ქონდა დასაკარგი, ის იყო თავისუფალი. ◘შენი თვალები აჩვენებენ შენს სიძლიერეს. 6006 8-ს მოსწონს
|