x
image
DDEMO
მოსახელობის შემადგენლობა სქესისა და ასაკის მიხედვით

image




















მოსახლეობის შემადგენლობა, როგორც სქესის, ისე ასაკის მიხედვით, ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებლების შედეგად ყალიბდება. რაც მეტია ბუნებრივი მატება, მით მეტია ახალგაზრდების ხვედრითი წილი მოსახლეობაში და პირიქით. თუმცა ეს კანონზომიერება შეიძლება დაირღვეს მიგრაციული პროცესებისა და ომების შედეგად.

ახალშობილთა შორის ბიჭები მეტია გოგონებზე. საშუალოდ ყოველ 100 დაბადებულ გოგონაზე 106-107 ბიჭი მოდის. ამიტომ მსოფლიოს ყველა რეგიონსა და ქვეყანაში მოსახლეობის ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში (15 წლამდე) მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ. ასაკის მატებასთან ერთად სქესთა შორის რაოდენობრივი სხვაობა მცირდება. ამის მიქექი კი ისაა, რომ სიკვდილიანობა ბიჭებს შორის მეტია, რაც სხვადასხვა დაავადებების მიმართ მათი ორგანიზმის ნაკლები წინააღმდეგობის უნარით აიხსნება. სხვაობა განსაკუთრებით მატულობს ე.წ. შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფებში (16-65 წელი).

აქ ზემოთ აღნიშნული მიზეზს ემატება უბედური შემთხვევები, ტრამვები, ომები, აგრეთვე ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკები და სხვა ფაქტორები, რომელთა მსხვერპლი, როგორც წესი, ძირითადად მამაკაცები არიან. ამ მიზეზების გამო აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალთა რიცხვი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში აჭარბებს მამაკაცთა რიცხვს, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კი თანაბარია. მამაკაცთა რიცხობრივი უპირატესობა ქალების მიმართ შენარჩუნებულია მხოლოდ აზიაში, სადაც ქალი განსაკუთრებით უუფლებო მდგომარეობაშია. რაც შეეხება ხანდაზმულთა კატეგორიას (65-წლის ზევით), აქ სიცოცხლის გახანგრძლივების უფრო მაღალი მაჩვენებელის გამო ქალების რიცხვობრივი უპირატესობა აშკარაა აბსოლუტურად ყველა რეგიონსა და ქვეყანაში.რადგან მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 80% აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის წილად მოდის, სადაც ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების ხვედრითი წილი ძალიან მაღალია, ხოლო ამ ასაკში მამაკაცთა რიცხვი აღემატება ქალების რაოდენობას, ამიტომ მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცების რაოდენობა დაახლოებით 30-35 მილიონით მეტია ქალების რიცხვზე. თუმცა ცალკეული ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი მკვეთრად იცვლება. მაგალითად რუსეთში ქალები 12 მილიონით ჭარბობენ მამაკაცებს, აზიის ქვეყნებში კი პირიქით, ჩინეთში 30 მილიონით მეტი მამაკაცია ვიდრე ქალი, ინდოეთში კი ეს სხვაობა 24 მილიონს აღემატება. კიდე უფრო დიდი სხვაობაა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის ასაკობრივი ჯგუფების თვალსაზრისით. განვითარებად ქვეყნებში, სადაც შობადობის მაღალი დონეა, მოსახლეობის სტრუქტურისთვის დამახასიათებელია ახალგაზრდების ძალიან მაღალი და ხანდაზმულთა ძალიან დაბალი ხვედრითი წილი. განვითარებულ ქვეყნებში კი დაბალი შობადობის გამო ახალგაზრდების წილი მცირეა, ხოლო შრომისუნარიანი და ხანდაზმული მოსახლეობის წილი მაღალი. მოსახლეობის სქესობრივი-ასაკობრივი პირამიდა ყველაზე ნათლად ასახავს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის განაწილების თავისებურებებს სქესისა და ასაკის მიხედვით. მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მკაფიო გამოხატულებაა აგრეთვე საშუალო მედიანური ასაკის მავენებელი. რაც უფრო დაბალია იგი, დემოგრაფიულად მით უფრო ახალგაზრდაა ერი და პირიქით-თუ იგი მაღალია, ერი დემოგრაფიული დაბერების სტადიაშია. ასაკობრივ სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის კოეფიციენტი. ზოგადად, ეს მაჩვენებელი ქალებში მეტია, მაგრამ სახელმწიფოების მიხედვით მკვეთრი სხვაობა აღინიშნება. განვითარებულ ქვეყნებში ქალები 5-12 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები, ისლამურ ქვეყნებში კი ქალების ადა მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის თანაბარია. სიცოცხლის ხანგღზლივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიაშია (ქალებისთვის 85, მამაკაცებისთვის 78 წელი). ამ კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობები და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა მაღალ დონეზეა, მაგრამ მეორე მხრივ, ზრდის ხანდაზმულთა ხვედრიოთ წილს მოსახლეობაში.

0
477
9-ს მოსწონს
ავტორი:DDEMO
DDEMO
477
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0