x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
იყო დრო

იყო დრო როცა ედემის ბაღში
ორი არსება ტკბებოდა ერთად,
როცა მიწაზე განრთხმულ ანგელოზს,
დაუფიქრებლად ხმა მისცეს ერთხმად.
და იმ წამიდან მოდის სიკვდილი
შეფარვითა და დაუკითხავად,
ვერა ვერ ვპოვოთ ჩვენ სიყვარული,
წმინდა მოძღვრების წაუკთხავად.
იყო დრო როცა უძრავად იდგა
დრო-ჟამის ყველა არარაობა
და სულიწმინდამ ბრძანების დარად
შთაბერა სუნთქვა და მოძრაობა.
და იმ წამიდან იძრა ქვეყანა
მართალ-მტყუანის გადასარჩენად,
მაშინ როდესაც ჭკვიანი იბრძვის
თავისი ტყავის გადასარჩენად.
იყო დრო როცა ნოეს კიდობანს
ტალღები ძრწოლვით ათამაშებდა,
ერთადერთ ოჯახს იმ ჯოჯოხეთში
ღმერთის იმედი ათამამებდა.
და იმ წამიდან ჩაიქცა ძველი,
იშვა ახალი ქვეყნიერება,
სიყვარულისთვის გაჩენილ აწმყოს
კვლავ არ ეღირსა ბედნიერება.

imageიყო დროიყო დრო

ავთანდილ ბაგაური


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბაგაური
თათია ბაგაური
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0