შოუბიზნესი გიორგი ქორქია- ,,ვანიკოს ჩემზე მეტი მხოლოდ თმა აქვს" 2013, 7 მარტი, 11:27 ტელემაყურებელმა სულ რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2"-ის ეთერიდან მოისმინა გადაცემა “იღბლიანი ბორბლის" წამყვანის, ვანიკო თარხნიშვილის ხუმრობა გიორგი ქორქიასთან დაკავშირებით. ვინც ამ გადაცემას უყურა დამეთანხმებით, რომ ხუმრობა არც თუ ისე სასაცილო იყო და მის მიღმა სხვა ქვეტექსტი იკითხებოდა. მალევე გიორგი ქორქიამ “დილა მშვიდობისა საქრთველოს" პირდაპირი ეთერიდან მაყურებელს ვანიკოს მისამართით ისევე “იხუმრა" როგორც- მან, მისივე განმარტებით ვანიკოს მასზე მეტი მხოლოდ თმა აქვს. დამეთანხმებით ალბად, რომ მაყურებელს არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს ტელეწამყვანებს შორის დაწყებული კინკლაობის ყურება. თუმცა საინტერესოა, მათ შორის მართლაც არის უკმაყოფილება თუ ეს ყველაფერი შოუს ნაწილია. 68 5-ს მოსწონს
|